ლა ლიგა. XXXVII ტური: "ვალენსიამ" ბარსელონაში იმარჯვა

AutoSharing Option
13 მაისს ესპანეთის ლა ლიგის 37-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ბარსელონაში "ვალენსიამ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ესპანიოლი" - 1:0. გამარჯვების გოლი ხოსე ლუის გაიას ანგარიშზეა.

ორი უკვე გავარდნილი გუნდის, "ოსასუნასა" და "გრანადას" დაპირისპირებაში ნავარულმა კლუბმა 2:1 მოიგო და ბოლო ადგილი ანდალუსიურს გადაულოცა.

ტურის დანარჩენი 8 მატჩი კვირად გაიმართება, აქედან 7 ერთდროულად.

შაბათი. 13 მაისი
ესპანიოლი-ვალენსია 0:1
გოლი: 0:1 გაია (75)

ოსასუნა-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 მონდრაგონი (24), 1:1 ადრიან რამოსი (41), 2:1 კოდრო (75)

კვირა. 14 მაისი
ალავესი-სელტა 18:00
ბილბაო-ლეგანესი 22:00
ბეტისი-ატლეტიკო 22:00
ეიბარი-სპორტინგი 22:00
ლას პალმასი-ბარსელონა 22:00
ვილიარეალი-დეპორტივო 22:00
რეალი-სევილია 22:00
სოსიედადი-მალაგა 22:00

1. ბარსელონა - 84 ქულა; 2. რეალი - 84; 3. ატლეტიკო - 74; 4. სევილია - 69; 5. ვილიარეალი - 63.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული