"ბარსელონაში" ლუის ენრიკეს შემცვლელი უკვე შერჩეულია

AutoSharing Option
ესპანური მედიის ყურადღების ცენტრში "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი მესტრე მოექცა.

მან დაადასტურა, რომ ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტზე მუშაობა მართლაც წინ მიიწევს და კლუბს მალე ექნება ამასთან დაკავშირებით სიახლე.

ასევე, მან ხმამაღლა განაცხადა, რომ კლუბმა უკვე გადაწყვიტა ლუის ენრიკეს მემკვიდრის ვინაობა, თუმცა მის სახელს არ დაასახელებს. "ჩვენ უკვე შევარჩიეთ ლუის ენრიკეს შემცვლელი, მაგრამ მას დიდ პატივს ვცემთ და სანამ იგი მუშაობს "ბარსელონას" თავკაცად, ახალი მწვრთნელის ვინაობას არ დავასახელებთ", - განაცხადა მესტრემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული