ლა ლიგა. XXXV ტური: "ბარსელონამ" დერბი მოიგო, "რეალმა" "ვალენსია" ბოლოს გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
29 აპრილს ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "რეალმა" ბოლო წუთებზე იმარჯვა "ვალენსიასთან" მატჩში. ანგარიში კრიშტიანო რონალდო გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე დანიელ პარეხომ გაათანაბრა. 86-ე წუთზე მარსელომ გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ვალენსიას" გოლკიპერმა დიეგო ალვეშმა რონალდოს პენალტი მოიგერია. ალვეშმა კრიშტიანოს უკვე 4 დარტყმულიდან 3 აუღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოიგო "ბარსელონამაც", თუმცა უფრო იოლად - ბარსელონის დერბიში ლუის ენრიკეს გუნდმა 3:0 დაამარცხა "ესპანიოლი". დუბლი შეასრულა ლუის სუარესმა. ერთი გოლი ივან რაკიტიჩმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკომ" სტუმრად 5:0 გაანადგურა
"ლას პალმასი", დუბლი შეასრულა კევინ გამეირომ, თითო გოლი საულ ნიგესის, თომასისა და ფერნანდო ტორესის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 29 აპრილი
სოსიედადი-გრანადა 2:1
გოლები: 1:0 ველა (45), 1:1 ადრიან რამოსი (65), 2:1 ხუანმი (84)

რეალი-ვალენსია 2:1
გოლები: 1:0 რონალდო (27), 1:1 პარეხო (82), 2:1 მარსელო (86)
გამოუყენებელი პენალტი: რონალდო (57. რეალი)

ლას პალმასი-ატლეტიკო 0:5
გოლები: 0:1 გამეირო (2), 0:2 საულ ნიგესი (17), 0:3 გამეირო (18), 0:4 თომასი (72), 0:5 ფერნანდო ტორესი (91)
გაძევება: ბოატენგი (65. ლას პალმასი)

ესპანიოლი-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლუის სუარესი (50), 0:2 რაკიტიჩი (76), 0:3 ლუის სუარესი (87)

პარასკევი. 28 აპრილი
ვილიარეალი-სპორტინგი 3:1

კვირა. 30 აპრილი
ოსასუნა-დეპორტივო 14:00
ბეტისი-ალავესი 18:15
ეიბარი-ლეგანესი 20:30
სელტა-ბილბაო 22:45

ორშაბათი. 1 მაისი
მალაგა-სევილია 23:00

1. ბარსელონა - 81 ქულა; 2. რეალი - 81; 3. ატლეტიკო - 71; 4. სევილია - 68; 5. ვილიარეალი - 63.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული