ლა ლიგა. XXIX ტური: "ატლეტიკო" წინ მიდის, კონკურენტებმა წაიფორხილეს [VIDEO]

AutoSharing Option
1-ელ აპრილს ესპანეთის ლა ლიგის 29-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

მადრიდის "ატლეტიკომ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "მალაგა". ფერნანდო ტორესის საგოლე პასების წყალობით, პირველ ტაიმში კოკემ, მეორეში კი ფილიპე ლუიშმა გაიტანეს. სანამ "სევილია" ითამაშებს, დიეგო სიმეონეს გუნდი სულაც მესამე ადგილზე გადავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ყველაზე მეტად, რაც მომწონს ის არის, თუ, როგორ უმკლავდებიან ჩემი ფეხბურთელები სირთულეებს. მეტოქემ განსაკუთრებით პირველ ტაიმში შეგვიქმნა ბევრი პრობლემა. როცა ბევრს იბრძვი, მომენტებიც გექნება. მიუხედავად იმისა, რომ ბურთი თითქმის არ გვქონდა, 4 საგოლე შანსი მაინც შევქმენით.
გახარებული და ამაყი ვარ, სამი უმნიშვნელოვანესი ქულა მოვიპოვეთ".

ამასობაში, წაიფორხილეს "ატლეტიკოს" კონკურენტებმა - "რეალ" სოსიედადი" შინ "ლეგანესს" დაუზავდა - 1:1, ხოლო "ვილიარეალი" სულაც დამარცხდა "ეიბართან" - 2:3.

ნავარულ-ბასკურ დერბიში ოსკარ დე მარკოსის ორი საგოლე პასის წყალობით, არიც ადურისმა და ინიაკი ვილიამსმა "ბილბაოს" 2:1 მოაგებინეს ლა ლიგის უიმედო აუტსაიდერ "ოსასუნასთან" მატჩში.

შაბათი. 1 აპრილი
ვილიარეალი-ეიბარი 2:3
გოლები: 1:0 რობერტო სორიანო (18), 1:1 პედრო ლეონი (48-პენ), 1:2 კიკე (54), 1:3 ინუი (77), 2:3 რობერტო სორიანო (89)

ოსასუნა-ბილბაო 1:2
გოლები: 0:1 ადურისი (12), 0:2 ვილიამსი (79), 1:2 სერხი ლეონი (79)

სოსიედადი-ლეგანესი 1:1
გოლები: 0:1 შიმანოვსკი (29), 1:1 ხუანმი (53)

მალაგა-ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 კოკე (26), 0:2 ფილიპე ლუიში (74)

პარასკევი. 31 მარტი
ესპანიოლი-ბეტისი 2:1

კვირა. 2 აპრილი
სევილია-სპორტინგი 14:00
რეალი-ალავესი 18:15
ვალენსია-დეპორტივო 20:30
გრანადა-ბარსელონა 22:45

ორშაბათი. 3 აპრილი
სელტა-ლას პალმასი 22:45

1. რეალი - 65 ქულა; 2. ბარსელონა - 63; 3. ატლეტიკო - 58; 4. სევილია - 57; 5. რეალ სოსიედადი - 49.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული