ლა ლიგა. XXVI ტური: მესის და ნეიმარის შოუ "კამპ ნოუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
4 მარტს ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

დისკვალიფიცირებული მორატასა და ბეილის, ასევე ტრავმირებული რონალდოს გარეშე მოთამაშე "რეალმა" სტუმრად იოლად დაამარცხა "ეიბარი" - 4:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დუბლი შეასრულა ქარიმ ბენზემამ, ლა ლიგაში 5-თვიანი პაუზის მერე გაიტანა ხამეს როდრიგესმა, შეაგდო მარკო ასენსიომაც.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ძალიან გახარებული ვარ ბენზემას თამაშისა და გოლების გამო, მაგრამ იმისთვის, რომ ბენზემამ გაიტანოს, სხვებმაც კარგად უნდა ითამაშონ და დღეს სწორედ ასე იყო.

სეზონი გრძელია და გუნდი ყოველთვის კარგად ვერ ითამაშებს, მაგრამ მე მომეწონა, როგორ
უპასუხა გუნდმა "ლას პალმასთან" ჩაგდებულ თამაშს. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ და ნახევარ საათში სამი გოლი გავიტანეთ.

"რეალი" ყოველთვის სერიოზულად თამაშობს და მეტოქეს პატივს სცემს, ასე იყო ამ ნახევარი საათის შემდეგაც. ლუკა მოდრიჩი დიდებული იყო, მან კარგად იცის ტემპის მართვა, როდის უნდა დააგდოს ტემპი და როდის მოუმატოს. ლუკა გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია".

"ვილიარეალმა" 2:0 მოუგო "ესპანიოლს". ამ შეხვედრაში მეკარე დიეგო ლოპესმა ავტოგოლი მიითვალა.

"ბარსელონამ" შინ 5:0 გაანადგურა ვიგოს "სელტა". ამ შეხვედრაში ლიონელ მესიმ გაიბრწყინა, რომლის ანგარიშზეც 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასია. აღვნიშნოთ ნეიმარის სუპერგოლიც, გაიტანეს, ივან რაკიტიჩმა და სამუელ უმტიტიმაც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 4 მარტი
ლეგანესი-გრანადა 1:0
გოლი: 1:0 მაჩისი (83)

ეიბარი-რეალი 1:4
გოლები: 0:1 ბენზემა (14), 0:2 ბენზემა (25), 0:3 ხ. როდრიგესი (29), 0:4 ასენსიო (60), 1:4 პენია (72)

ვილიარეალი-ესპანიოლი 2:0
გოლები: 1:0 რ. სორიანო (45), 2:0 დ. ლოპესი (80 ს. კ.)

ბარსელონა-სელტა 5:0
გოლები: 1:0 მესი (24), 2:0 ნეიმარი (40), 3:0 რაკიტიჩი (57), 4:0 უმტიტი (61), 5:0 მესი (64)

პარასკევი. 3 მარტი
ბეტისი-სოსიედადი 2:3

კვირა. 5 მარტი
სპორტინგი-დეპორტივო 15:00
ატლეტიკო-ვალენსია 19:15
ლას პალმასი-ოსასუნა 21:30
ბილბაო-მალაგა 23:45

ორშაბათი. 6 მარტი
ალავესი-სევილია 23:45

1. ბარსელონა - 60 ქულა; 2. რეალი - 59; 3. სევილია - 55; 4. რეალ სოსიედადი - 48; 5. ატლეტიკო - 46.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული