ლა ლიგა. XX ტური: "ატლეტიკომ" ბასკეთში ორი ქულა დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
28 იანვარს ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"ვილიარეალმა" ტურნირის აუტსაიდერ "გრანადას" 2:0 მოუგო, პირველი გოლი საჯარიმოს გათამაშების შემდეგ გუნდის ლიდერმა ბრუნო სორიანომ გაიტანა. მეორე გოლი კი მცველმა ალვარო გონსალესმა კუთხურის შემდეგ გაიტანა. ამით ვალენსიურმა კლუბმა სამ-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

მადრიდის "ატლეტიკომ" ბასკეთის დედაქალაქში "ალავესთან" ქულები დაკარგა - 0:0. თუმცა მატჩის მიმდინარეობის მიხედვით, "ალავესს" მოგებაც შეეძლო, იბაი გომესს ერთხელ დუელი მოუგო მეკარე მოიამ, ერთხელ კი სტუმართა კარი ძელმა იხსნა. "ატლეტიკოს" საუკეთესო მომენტი 78-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ
გასულმა ნიკო გაიტანმა ვერ აჯობა მას.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია მასპინძელთა ბრაზილიელმა ფორვარდმა დეივერსონმა და სტუმართა ურუგვაელმა მცველმა დიეგო გოდინმა ერთმანეთს შეაფურთხეს.

მოიგო კიდევ ერთმა ბასკურმა გუნდმა, "ეიბარმა" 3:1 დაამარცხა "დეპორტივო". ამ შეხვედრაში "რეალის" ლეგენდის, მიჩელის ვაჟმა ადრიანმა გაიბრწყინა, რომელმაც სუპერგოლი გაიტანა, შემდეგ კი სერხი ენრიჩსაც გაატანინა.

ვიგოს "სელტამ" სტუმრად უპრობლემოდ დაამარცხა "ლეგანესი" - 2:0, გოლები ლემოსმა და იონ გუიდეტიმ (პენალტით) გაიტანეს.

შაბათი. 28 იანვარი
ვილიარეალი-გრანადა 2:0
გოლები: 1:0 ბრუნო სორიანო (42), 2:0 ა. გონსალესი (73)

ალავესი-ატლეტიკო 0:0

ეიბარი-დეპორტივო 3:1
გოლები: 1:0 ა. გონსალესი (4), 2:0 ენრიჩი (15), 2:1 ჩოლაქი (19), 3:1 ლეჟონი (72)

ლეგანესი-სელტა 0:2
გოლები: 0:1 ლემოსი (32), 0:2 გუიდეტი (66-პენ)

პარასკევი. 27 იანვარი
ოსასუნა-მალაგა 1:1

კვირა. 29 იანვარი
ბეტისი-ბარსელონა 15:00
ესპანიოლი-სევილია 19:15
ბილბაო-სპორტინგი 21:30
რეალი-სოსიედადი 23:45

ორშაბათი. 30 იანვარი
ლას პალმასი-ვალენსია 23:45

1. რეალი - 43 ქულა; 2. სევილია - 42; 3. ბარსელონა - 41; 4. ატლეტიკო - 36; 5. რეალ სოსიედადი - 35.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული