ლა ლიგა. XVIII ტური: მესიმ რაულის რეკორდი გაიმეორა [VIDEO]

AutoSharing Option
14 იანვარს ესპანეთის ლა ლიგის მე-18 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"ბარსელონამ" 5:0 გაანადგურა "ლას პალმასი", ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა, ხოლო ლიონელ მესიმ, არდა თურანმა და ალეიშ ვიდალმა თითო გოლი გაიტანეს. სუარესის მეორე გოლი ლა ლიგის ამ გათამაშებაში მე-500 იყო, ხოლო მესიმ ლა ლიგაში უკვე 35-ე კლუბს გაუტანა, რითაც რაულის რეკორდი გაიმეორა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ატლეტიკომ" 1:0 დაამარცხა "ბეტისი", გამარჯვების გოლი ნიკო გაიტანმა გაიტანა. "ატლეტიკომ" ზედიზედ მესამე შეხვედრაში იმარჯვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბილბაომ" სტუმრად ვერ დაამარცხა "ლეგანესი", ხოლო "ვილიარეალმა" - "დეპორტივო".

შაბათი. 14
იანვარი
ლეგანესი-ბილბაო 0:0

ბარსელონა-ლას პალმასი 5:0
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (14), 2:0 მესი (52), 3:0 ლ. სუარესი (57), 4:0 არდა თურანი (59), 5:0 ვიდალი (80)

ატლეტიკო-ბეტისი 1:0
გოლი: 1:0 გაიტანი (8)

დეპორტივო-ვილიარეალი 0:0

კვირა. 15 იანვარი
ვალენსია-ესპანიოლი 15:00
სელტა-ალავესი 19:15
სპორტინგი-ეიბარი 21:30
გრანადა-ოსასუნა 21:30
სევილია-რეალი 23:45

ორშაბათი. 16 იანვარი
მალაგა-სოსიედადი 23:45

1. რეალი - 40 ქულა; 2. ბარსელონა - 38; 3. სევილია - 36; 4. ატლეტიკო - 34; 5. ვილიარეალი - 31.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული