საქართველოს თასის მეორე შესარჩევი ეტაპი დასრულდა

AutoSharing Option
6 მარტს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართა.

შეხვედრები საკმაოდ დაძაბული გამოდგა და რამდენიმე წყვილში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიაც დაინიშა.

საბოლოოდ, მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩები ასე დასრულდა:

ვარკეთილი - ლიახვი ცხინვალი 3:1
გარეჯი - თბილისი სითი 4:2
კოლხი - ივერია 5:0
ცხუმი - გორი 0:2 (0:0 დ.დ.)
ვიტ ჯორჯია-2 - ალგეთი 1:2
ქოჯაელი - საბურთალო-2 0:7
ვოიაჟი - გარდაბანი 0:4
რუსთავი-2 - ლოკომოტივი-2 1:3
თელავი - ჩხერიმელა 2:0
ჰერეთი - ნორჩი დინამო 1:6
აბული - დინამო
სოხუმი 1:4
მარკ სტარსი - ბორჯომი 3:0
ლიახვი აჩაბეთი - 35-ე სკოლა 1:1 (1:1 დ.დ. 4:2 პენ.)
არაგვი - შევარდენი 1906 0:4
ოდიში 1919 - იმერეთი 0:1
ზანა - სამეგრელო 0:0 (0:0 დ.დ. 0:3 პენ.)
სამგურალი-2 - სულორი 5:2
მერცხალი - მარგვეთი 2006 1:2 (1:1 დ.დ.)
მაჭახელა - ბეთლემი 2:3
ტორპედო-2 - ჭიათურა 1:2 (1:1 დ.დ.)
სალხინო - საპოვნელა 0:2
საირმე - სქური 1:2 (1:1 დ.დ.)
ლესიჭინე 2016 - ხიხანი 1:0
ბახმარო - კოლხეთი ხობი 1:1 (1:1 დ.დ. პენ. 2:4)

მესამე ეტაპზე, რომლის მატჩები 10-11 მარტს გაიმართება, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

სამეგრელო - მარგვეთი 2006
გარეჯი - საბურთალო-2
შევარდენი 1906 - ბეთლემი
ლესიჭინე 2016 - დინამო სოხუმი
ვარკეთილი - გორი
საპოვნელა - მარკ სტარსი
გარდაბანი - ნორჩი დინამო
ლოკომოტივი-2 - ალგეთი
სამგურალი-2 - კოლხი
ლიახვი აჩაბეთი - სქური
ჭიათურა - თელავი
კოლხეთი ხობი - იმერეთი

მესამე ეტაპზე გამარჯვებული 12 გუნდი ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 20 გუნდს შეუერთდება და 15 მარტს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16–ფინალში ითამაშებს. აღნიშნული ეტაპის წილისყრა 7 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით