სფფ-ის ზამთრის თასი - გათამაშების განრიგი

AutoSharing Option
2017 წლის 13, 14 და 15 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე სფფ-ის ზამთრის თასს უმასპინძლებს.

15 იანვარს გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაშის ხილვა შეეძლებათ. ზამთრის თასზე თბილისს მსოფლიო დონის გამორჩეული ფეხბურთელები ესტუმრებიან. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს უეფას გუნდიც.

გათამაშების ბილეთების გაყიდვა 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და მისი ფასი 2 ლარი იქნება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა. ფონდის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო
თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

Sportall.Ge

დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 13-14 იანვარს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 15 იანვარს გამოარკვევენ ჩემპიონის ვინაობას. ეროვნული ჩემპიონატის კლუბების გათამაშებაზე დასწრება უფასოა.

ეროვნული ჩემპიონატის კლუბების გათამაშების განრიგი:

Sportall.Ge

გულშემატკივარს ფესტივალის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვის საშუალება სამივე დღის განმავლობაში სფფ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ექნება. ვარსკვლავების ფინალს კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
საქართველოს ფეხბურთის ვარსკვლავები ყველა პარლამენტში და მთავრობაშია და კარგი იქნებოდა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ნაკრებიც რომ მონაწილეობდეს... ოღონდ სრული სერიოზულობით ვამბობ, კრეატიული იქნება
ქართველი
16:12 07-01-2017
0
ურიგო არ იკნება კავკასიური გუნდები მოვიცვიოტ
anzora...
10:36 07-01-2017
0

სიახლეები პოპულარული