თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკის ნაცვლად ქართველი სპეციალისტი გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" სლოვაკი მთავარი მწვრთნელი იურაი იარაბეკი, ევროპა ლიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-თან მარცხის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გაზეთი "ლელო" წერს:

- პაოკ-დინამო (თბ) 2:0 - სად მარხია ძაღლის თავი? [VIDEO]

"როგორც გუშინ, გვიან ღამით ჩვენმა კოლეგა კობა ინასარიძემ გვაცნობა, იურაი იარაბეკის ნაცვლად თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად იმუშავებს ლევან გვანცელაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა ცოტა ხნის წინ ბელორუსში იური კურნენინის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

სხვათა შორის, უფრო ადრე, როცა "აქტობესთან" წაგების შემდეგ "დინამოდან" მიხალ ბილეკი გაუშვეს,
მთავარ მწვრთნელად დაინიშნა კახი გოგიჩაიშვილი, რომელსაც ის-ის იყო, დორტმუნდის საერთაშორისო ტურნირი ჰქონდა მოგებული....", - წერს გამოცემა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლევან გვანცელაძე

იარაბეკის თბილისის "დინამოსთან" განშორების მიზეზი ევროთასებზე გუნდის წარუმატებელი გამოსვლა გახდა. საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის "ალაშკერტს" სძლია, შემდეგ კი ჯერ ზაგრების "დინამოსთან" წააგო (0:2, 0:1), ევროპალიგის პლეი ოფში კი ბერძნულ პაოკ-თან ორრაუნდიან ბრძოლაში, ჯამში 0:5 დამარცხდა.

53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა თბილისის "დინამო" იანვრის ბოლოს, მას შემდეგ ჩაიბარა, რაც გუნდიდან გია გეგუჩაძე წავიდა. იარაბეკმა 2015/16 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 83 /
ჩვენთან პატარა ფეხბურთელები ბუნებრივად დიდი ტალანტით არიან დაჯილდოვებული:))) ბოლოს კი ვხედავთ ერთი ტაიმის მოთამაშეს:))) ამდენი ტალანტი ასე რატომ იკარგება?
შოკირებული გულშემატკივარი
13:19 27-08-2016
0
გორის დილას თუ შეუძლია ნორმალური შემადგენლობის შეკრება და რამოდენიმე ეტაპის გავლა ულეგიონეროთ თანაც ეს დინამო რაღა გახდა???ფულს რო იხდი დალოცვილი შედეგი არ გინდა???(ფიფიას)!სად პოულობენ ესეტ დაგვაჯულ ხალხს?არა ტეხნიკა არა სისწრაფე არა ფიზიკური მონაცემები!საღოლ მაგარი სელექცია მიდის დინამოში!ნიკა გელაშვილის ვენაცვალე კაცი ყოფილა რო წავიდა!თავმოყვარეობა სხვებსაც რო ქონდეთ შედეგიც უკეთესი იკნება!!!
giorgi
10:57 27-08-2016
0

სიახლეები პოპულარული