"ზუგდიდი": ვინ არის დმიტრი სელიუკი?

AutoSharing Option
ზუგდიდში უკრაინული "დესანტის" გადმოსხმამ გააჩინა ეჭვი, რომ სამეგრელოს რეგიონის მთავარი საფეხბურთო კლუბის შესყიდვაში, შესაძლოა, ცნობილი აგენტის, დმიტრი სელიუკის ხელიც ერიოს. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ამ კაცის ისტორია და კავშირები...

52 წლის საფეხბურთო აგენტი დმიტრი სელიუკი ლენინგრადში დაიბადა. ის იყო "ტავრიასა" და დონეცკის " მეტალურგის" ვიცე-პრეზიდენტი, ამჟამად კი ბარსელონაში ცხოვრობს.

სახელი მენეჯერობით გაითქვა: მისი პირველი კლიენტი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" თავდამსხმელი იური ჟელუდკოვი იყო, რომელსაც 1991 წელს ისრაელში, ნეთანიას "მაკაბიში" გადასვლაში დაეხმარა. მალე იქ "ზენიტის" სხვა მოთამაშე, ვლადიმირ დოლგოპოლოვიც მიიყვანა, ხოლო სერგეი
იურანი
გრაცის (ავსტრია) "შტურმში" ჩარიცხა.

ის, ძირითადად, ბენილუქსის ქვეყნებში მუშაობს. კერძოდ, კარგი კავშირები აქვს ბელგიაში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. სხვათა შორის, მისი კლიენტები იყვნენ არა მხოლოდ გიორგი დემეტრაძე, არამედ მამუკა წერეთელი და გელა შეყილაძეც. სელიუკმა წერეთელიცა და შეყილაძეც ბელგიურ კლუბში მოაწყო...

2000 წელს ის ანტვერპენიდან ბარსელონაში გადავიდა. ცნობილია, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს "ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტ ხუან ლაპორტასა და დღევანდელ ხელმძღვანელობასთანაც, ისევე, როგორც მადრიდის "რეალის" ბოსებთან. ძირითადად, სელიუკი მოთამაშეებს აფრიკაში, კოტ დ'ივუარსა და ნიგერიაში ეძებს და მათ ევროპულ კლუბებში ასაქმებს.

მაგალითად, ის თანამშრომლობს ცნობილ კოტდივუარელ ძმებთან - კოლო და იაია ტურეებთან და მათი მენეჯერიც გახლდათ. კოლო ტურე თამაშობდა "არსენალში", "მანჩესტერ სიტიში", "ლივერპულსა" და "სელტიკში", ეროვნულ ნაკრებში კი 118 მატჩი ჩაატარა. მისი ძმა, იაია ტურე, "მონაკოსა" და "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, ამჟამად კი "მანჩესტერ სიტიშია". საინტერესოა, რომ კოტდივუარელ ვარსკვლავს სელიუკმა კარიერა 2003-05 წლებში იმ დონეცკის "მეტალურგში" დააწყებინა, სადაც ჩვენი გიორგი დემეტრაძე ბრწყინავდა.

საერთოდ, სელიუკის კლიენტებისგან ძალზე შთამბეჭდავი გალერეა შეიქმნებოდა: საფრანგეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველი ერიკ აბიდალი, სერბეთის ნაკრებისა და "ინტერის" მცველი ნემანია ვიდიჩი, რუსეთის ნაკრებისა და "არსენალის" ექსფორვარდი ანდრეი არშავინი, კოტ დ'ივუარის ეროვნული გუნდის ფორვარდი, "მონაკოში" ნათამაშები ლასინა ტრაორე (რომელიც ამჟამად მოსკოვის ცსკა-შია), ნიგერიის ნაკრებსა და "მონაკოში" ნათამაშები სანი კეიტა, "ზუგდიდის" ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი სვიატოსლავ სიროტა...

საინტერესოა, რომ ასეთი შთამბეჭდავი კლიენტურის მიუხედავად, სელიუკი ფიფას ლიცენზირებული აგენტი მაშინაც არ ყოფილა, როცა ეს სტატუსი არსებობდა. ამბობდა, რომ მოთამაშეებთან იურიდიულ შეთანხმებას არ აფორმებს და მათგან ფულს... არ იღებს.

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი: სელიუკი მხარს უჭერდა რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში უცხოელ ფეხბურთელებზე ლიმიტის გაუქმებას, რისთვისაც მან ამ ქვეყნების საფეხბურთო ჩინოსნები არაერთხელ გააკრიტიკა. თუკი სელიუკი საქართველოში დამკვიდრდება, უნდა ველოდოთ, რომ ჩვენთანაც იმავეს მოითხოვს.

ის მუშაობდა დონეცკის "მეტალურგისა" და სიმფეროპოლის "ტავრიას" ვიცე-პრეზიდენტებად. ამ პერიოდში, დონეცკელები უკრაინის ჩემპიონატის სამგზის ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.

"მეტალურგში" მან მიიყვანა ჰარუნა ბაბანგიდა, ჟორდი კრუიფი (დიდი იოჰან კრუიფის ვაჟი)... ქართველებიდან - ლევან ცქიტიშვილი, მამუკა წერეთელი, გოჩა ჯამარაული და გიორგი დემეტრაძე, სამუელ ეტო'ოს ძმა - დავიდ ეტო'ო... "მეტალურგს" ჩავარდნა სწორედ მისი წასვლის შემდეგ დაეწყო...

2011 წლის 31 ოქტომბერს სიმფეროპოლის "ტავრიაშიც" ვიცე-პრეზიდენტად დიდი ამბიციებით მივიდა, მაგრამ კლუბს სკანდალურად დაშორდა. საინტერესოა, რომ სიმფეროპოლშიც, მისვლისთანავე, საკუთარი სატრანსფერო პოლიტიკის გატარება დაიწყო და იცით, ვისი ხელით? სვიატოსლავ სიროტასი, რომელიც "ტავრიაში" მისი თანაშემწე გახლდათ, დღეს კი "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს არაბიძეს აგენტია!!!
beqa
02:20 24-08-2016
0
რა საინტერესოა დილა 6 თვეა ვერ გაასხვისეს ფორმალობებს ვერ აგვარებენ ვითომ და ზუგდიდი 1 დღეში გასხვისდა ანუ შესაძლებელია. დილას არაფერი არ ემუქრება უმაღლესიდან გავარდნის გარდა, ყველაზე დიდი მაფიოზობა დილას და გორის მერიის ხელმძღვანელობაა და მაგათზე მაგარი მაფიოზი ვერ მოვა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული