იმედი გაჩნდა - სფფ-ის პრეზიდენტი და ვეტერანები აკაკი დევაძეს მარტო არ დატოვებენ!

AutoSharing Option
"ლელომ" 16 აგვისტოს ნომერში კაკო დევაძის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე წერდა, რომ სტამბოლში ღვიძლის ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემდეგ, რეაბილიტაციის კურსის დაწყება ვერ მოახერხა და რომ კლინიკიდან უფულობის გამო გამოუშვეს.

- აღარ შემიძლია, მოსახდენი მოხდეს!.. აკაკი დევაძე თურქული კლინიკიდან გამოაგდეს

ოპერაციისა და რეაბილიტაციისთვის აუცილებელი 125 ათასი დოლარი დევაძეს მეგობრებმა - ვეტერანმა ფეხბურთელებმა, მთელმა საფეხბურთო სამყარომ, სპორტის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ შეუგროვეს, დაეხმარნენ ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია.

მაგრამ დონორის ძიებაში, კლინიკაში გატარებული თითოეული დღე უზარმაზარი თანხა დაჯდა და
ეს რეაბილიტაციის კურსს დააკლდა.

საბედნიეროდ, დევაძის ამბავი მისმა გულშემატკივრებმა უყურადღებოდ არ დატოვეს: შევიტყვეთ, რომ მის ამბავზე ინფორმირებულნი ყოფილან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომლებიც მის დახმარებაზე წერილის დაბეჭდვამდე ზრუნავდნენ.

კობიაშვილმა პირადად დაიწყო თანხის შეგროვება. თავის მხრივ, აქტიურობს ვეტერანი ფეხბურთელი გოგა გახოკიძეც, ნაკრების ექსმეკარეს სპორტული და საფეხბურთო სამყაროც გვერდში დაუდგა და იმედია, რეაბილიტაციისთვის აუცილებელი 30 ათასი დოლარი მალე ადრესატს ჩაბარდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიღაც ერმილე ნემსაძემ კი ააფეთქა დღეს ფეისბუქი და საინფორმაციო სამყარო რომ ქართველი "სპორცმენები" არ ეხმიანებიან და არ ეხმარებიან გაჭირვებულ კაცსო.
კაცმა სახელი უცბად მოიპოვა ერთი საშუალო ზომის პოსტით :(
jarji21
17:21 17-08-2016
0
ძაან მიხარია გამოჯანმრტელებულიყავიიტ
rusudani
17:12 17-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული