როგორც ჩაგვახედა სარკეში პაოკ-მა 17 წლის წინ [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის პლეი ოფში თბილისის "დინამოს" მეტოქე ბერძნული პაოკ-ია. ფეხბურთის ახალგაზრდა ფანებს ალბათ, არ ახსოვთ, რომ ეს ამ კლუბის პირველი ვიზიტი არ იქნება თბილისში.

წლები გადის და ჩვენ გამუდმებით ვჩივით, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე დაბლა იწევს. ფეხბურთელებს კლასი არ ჰყოფნით, კლუბები კი უსუსურად თამაშობენ ევროთასებზე.

ხშირად გვწამს, რომ ამაში დამნაშავე ფეხბურთის ფედერაციაა და ხელს საფეხბურთო ჩინოვნიკებისკენ ვიშვერთ ხოლმე, იქნება ეს ახალკაცის ფედერაცია, ჟორდანიასი, ახალკაც ჯუნიორის, სიჭინავასი თუ კობიაშვილის.

მაგრამ მწარე სიმართლე ის არის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რაც ქართული კლუბები
ევროთასებზე გავიდნენ, ჩვენ არასოდეს გვყოლია თუნდაც საშუალო ან სუსტი ევროპული კლუბები. ჩვენი ევროთასების ისტორია მუდმივი იმედგაცრუებებია, ერთეულ გამონათებებს თუ არ ჩავთვლით.

არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი მიღწევა 2004 წლის უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გია გეგუჩაძის "დინამოს" გასვლა და იქ შერცხვენა იყო.

შერცხვენები? რამდენიც გინდათ და ერთ-ერთი სწორედ "დინამოს" მომავალ მეტოქე პაოკ-თან მოხდა - 1999 წელს უეფას თასის I რაუნდში ("ლოკომოტივი" საკვალიფიკაციოში "ლინფილდს" გასცდა) თბილისის "ლოკომოტივი" პაოკ-ს შეხვდა.

თბილისში სტადიონს იმედგაცრუებულები და შეურაცხყოფილები ვტოვებდით, სტუმართა გუნდმა 7:0 (!) მოგვიგო. სხვათა შორის, ეს გამარჯვება პაოკ-ის ისტორიაში სარეკორდოა დღესაც ევროთასებზე. ორი მატჩის ჯამში კი ბერძნულმა კლუბმა 9:0 მოიგო.

ვრიზასმა, ფრუსოსმა და გეორგადისმა მაშინ დავით ასლანაძის კარში ორ-ორი გოლი გაიტანეს. არადა, რომ ვიხსენებთ, თითქოს, კარგი ფეხბურთელებიც ჰყავდა "ლოკომოტივს", კახა გოგიჩაიშვილი მაგალითად, ქებაძე, ჩიხრაძე...

ლოკომოტივი-პაოკ 0:7 (1999 წ.)
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჰოდა ეხლაც ჩავისვრით.
status quo
20:58 06-08-2016
0
მუდამ იმედგაცრუებები მაგარი იყო )). ევროთასი თუ არ მოიგე, თავისთავად ვიღაც გამოგაგდებს, და მოიცა, ვინმეს თასის მოგების იმედი აქვს, თუ რას გულისხმობს ავტორი ამ მუდმივ იმდგაცრუებებში? რა შედეგია ავტორ თქვენთვის იმედის მომცემი? ))
Kote
09:36 06-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული