ვახტანგ ჭანტურიშვილი: გულშემატკივრებს უკეთეს თამაშს ვპირდებით!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ერევნის "ალაშკერტის" ბარიერის გადალახვის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისელები სტუმრად ერევნის "ალაშკერტს" დაუპირისპირდნენ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1, ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში კი დინამოელთა სასარგებლოდ, 3:1 დასრულდა.

- ალაშკერტი-დინამო 1:1 - მშვიდად, თავდაჯერებით, კლასით... [VIDEO]

"შეგვეძლო ამ მატჩის მოგებაც, მაგრამ იყო გარკვეული მიზეზები, რის გამოც ვერ მოვახერხეთ ეს. გოლის გატანის შემდეგ ფსიქოლოგიურად მოვეშვით, მაგრამ სასურველ შედეგს მივაღწიეთ და შემდეგ ეტაპზე ვართ.

ვინც არ უნდა შეგვხვდეს შემდეგ ეტაპზე, თუნდაც ეს
ზაგრების "დინამო" იყოს, უფრო მოტივირებულები ვიქნებით. გულშემატკივრებს უკეთეს თამაშს ვპირდებით!

არ აქვს მნიშვნელობა, პირველ თუ მეორე ნომრად ვითამაშებთ შემდგომ მეტოქესთან. მთავარია, იქაც დადებით შედეგს მივაღწიოთ. ბურთი მრგვალია და გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ჭანტურიშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ