გიორგი ქვილითაია: უპირატესობის მიუხედავად, რთულ თამაშს ველით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ერევნის "ალაშკერტთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 ივლისს, უმაღლესი ლიგის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს სტუმრად ერევნის "ალაშკერტთან" გამართავს. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა თბილისში დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

- დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]

"მართალია, ორბურთიანი უპირატესობით ჩამოვედით აქ, თუმცა მაინც რთულ თამაშს ველოდებით.

ვეცდებით ეს უპირატესობა კარგად გამოვიყენოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

რაც მთავარია, გუნდი ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მოემზადა, ტრავმები
ვისაც აწუხებდა, ისინიც დაგვიბრუნდნენ და ამ შემადგენლობას შესწევს ძალა, "ალაშკერტის" ბარიერი გადალახოს და უფრო წინ წავიდეს", - განაცხადა ქვილითაიამ, რომელმაც პირველ შეხვედრაში "ალაშკერს" პენალტი გაუტანა.

ერევნის "ალაშკერტსა" და თბილისის "დინამოს" შორის გასამართი მატჩი ჩვენი დროით ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:

- იურაი იარაბეკი: ფრე გვაწყობს, მაგრამ გოლის გასატანად გავალთ მოედანზე!
- "ალაშკერტის" მწვრთნელი: "დინამოს" ისტორია "ალაშკერტისთვის" დიდი პრობლემაა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული