"სამტრედიამ" საპასუხო მატჩში "გაბალას" დამარცხება შეძლო

AutoSharing Option
7 ივლისს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აზრბაიჯანულ "გაბალას" უმასპინძლა.

შეხვედრა სამტრედიელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "გაბალას" გამარჯვებით ანგარიშით 5:1 დასრულდა. შესაბამისად "სამტრედია" ევროპის ლიგას გამოეთიშა.

რაც შეეხება თამაშს, ანგარიშის გახსნა მე-14 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ პენალტით შეძლო. სტუმრებმა გათაბრება 42-ე წუთზე თეო უიკსის გოლით მოახერხეს. 92-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ლაშა შერგელაშვილმა გაიტანა.