ხმამაღალი შეძახილი ფეხბურთის ფედერაციას: ნუ გვახარისხებთ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. რა თქმა უნდა, ქვეყნის უპირველესი გუნდის დამრიგებელი ყოველდღე არ ინიშნება და ეს თემა მნიშვნელოვანია ჩვენი სპორტული მედიისთვის - მნიშვნელოვანი და ჟურნალისტისთვის დიდზე დიდი საჯილდაო ქვაც. ამიტომ საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქართულ ფეხბურთზე მწერალი ყველა კალმოსანი ცდილობდა ამ დღეებში ინკოგნიტო მწვრთნელის ვინაობის გაგებას...

მაგრამ ჩვენი წერილის თემა სულაც არ არის ის, თუ ვინ როდის გაიგო ეს მნიშვნელოვანი ამბავი, თუმცა სათქმელია და უნდა ვთქვა - ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდით, სანამ ერთ-ერთი ქართული სპორტული საიტის ერთ-ერთი ჟურნალისტი დაწერდა. ეგაა, გაზეთი ოპერატიულობაში ვერაფრით შეეჯიბრება საიტს და დღეებიც ისეთი დაემთხვა, რომ "ლელო" ისვენებდა...

ეს განყენებული თემაა და სიტყვის მასალად მოვიტანე. ისე არავინ გაიგოს, რომ ჩემს კოლეგას ვერჩი, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, სულაც პირიქით, მან შესანიშნავად შეასრულა თავისი საქმე. აქ არის მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება...

ცოტა შორიდან მივყვეთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გასაიდუმლოებულ ვითარებაში ეძებდა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს და ამაში ვერც გავამტყუნებთ. ამგვარი პრაქტიკა მიღებულია, მაგრამ თუ ბოლომდე ასაიდუმლოებ, მაშინ თითოეული ჟურნალისტისთვის და მედიასაშუალებისთვის უნდა იყოს საიდუმლო და ეს არ უნდა ეშლებოდეს ფეხბურთის ფედერაციას.

ვინ როდის და რა შეიტყო, ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია - მხოლოდ ერთ ჟურნალისტს მიეცა ინფორმაცია და ფოტოს (რომელიც ვლადიმირ ვაისისა და ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანთა "საიდუმლო" შეხვედრას ასახავს) გადაღების უფლებაც.

კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ, რომ იმ ჟურნალისტმა, ვინც ეს ფოტო გადაიღო თუ მოიპოვა, ძალიან კარგად შეასრულა თავისი საქმე. ფეხბურთის ფედერაცია კი, შეცდომები ისედაც რომ არ აკლია, გვარიანად
შეცდა. ის, უბრალოდ, ვალდებულია, ნებისმიერი ჟურნალისტი თანაბარ პირობებში ჩააყენოს.

რას ნიშნავს ეს დახარისხება? ფეხბურთის ფედერაციაში ის ხალხი მუშაობს, წესით, მედიასთან ურთიერთობა რომ არ უნდა ეშლებოდეს. საინტერესოა, რა ახსნას მოუძებნის ფედერაცია მომხდარ ფაქტს?

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მამამ ერთ შვილს სრა-სასახლეები დაუტოვოს და მეორეს ჯორის ტყავი. თუ გამჭვირვალობაა, ყველასთვის იყოს და თუ საიდუმლოს ვინახავთ, ბოლომდე ყველასთვის შევინახოთ.

ფედერაციის ყველა მოხელეს უნდა ესმოდეს, რომ ის საჯარო მოხელეა და ვალდებულია, თანაბარ პირობებში ამყოფოს ყველა ჟურნალისტი. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მეტად უფრთხის თუ ნაკლებად, ვინ ვის უჭერდა მხარს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში და ასე შემდეგ.

მერწმუნეთ, სულაც არ მინდა, პირიქით, მეშინია იმისი, რომ ვინმეს, თუნდაც ფეხბურთის ფედერაციის ფავორიტი ვიყო. ყოველთვის მახსოვს მურმან ლებანიძის შეგონება, რომ არცერთ ხელმწიფეს ნავში არ უნდა ჩაუჯდე და ასე მგონია, ცხოვრებაში ამ სტრიქონებზე ფასეული არასოდეს არაფერი წამიკითხავს...

ეგაა, თუ პრინციპია, ის ყველასთვის უნდა პრინციპობდეს და თუ არა - ის ვინც პრინციპს არად აგდებს, უპრინციპობას უდებს სათავეს. უპრინციპობას კი არასდროს არავისთვის ურგია და ვეჭვობთ, ფეხბურთის ფედერაციას არგოს.

ფედერაციისთვის, როცა საჭირო იყო, არც ქება დაგვიკლია და არც - კრიტიკა. ახლა კი ძალიან ხმამაღლა უნდა შევძახოთ ამ ორგანიზაციის მესვეურებს - ნუ გვახარისხებთ! ეს თქვენვე გაგიწევთ დათვურ სამსახურს. ეს ის გზაა, რომელიც ტაძრამდე ვერაფრით მიგიყვანთ!..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
,,საჯარო სამსახურის შესახებ"საქართველოს კანონში არ წერია, რომ ფედერაციებში მომუშავე პირები საჯარო მოხელეებია.
ჰაჰაჰა
09:16 16-03-2016
0
ავსაჯანაშვილის მოხსნა შეცდომა ეტყობა თქვენ გგონიათ მე არა,ცხადაძის მოხსნა კი არა დანიშვნა უფრო იყო შეცდომა,იქნებ რამე არგუმენტი მოიშველიოთ ცხადაძის მოხსნა რატომაა შეცდომა? მე ჩემსას გეტყვით თუ რატომ იყო მოსახსნელი,იღებდა არაადეკვატურად მაღალ ხელფასს საქართველოს ნაკრების დონის და რეიტინგის მიხედვით,არის ტაქტიკურად სუსტი მწვრთნელი,ნაკრებს ათამაშებდა სრულიად არალოგიკური ტაქტიკით, 5 მცველით თამაშს რა დონის განაპირა მცველები ჩირდება ეგ ყველამ იცის,ნაკრებში იძახებდა და ათამაშებდა თავის შვილს რომელიც ახლოსაც არაა სანაკრებო დონესთან,სრულიად უაზრო განცხადება რენე ფერეირას ე.წ გაქართველებასთან დაკავშირებით თითქოსდა ის იყო პერსპექტიული ფეხბურთელი?! თუ იმატებ უცხო ფეხბურთელს ის შემდგარი და მაღალი კლასის უნდა იყოს ასეა პრაქტიკაში მიღებული თორემ პერსპექტიული ახალგაზრდები ისედაც არიან თუნდაც დვალი,გადრანი,ხოჩოლავა და სხვები. და რაც ყველაზე მთავარია ის ღიად, მასმედიის საშუალებით დაუპირისპირდა სპორტის მინისტრს და კობიაშვილს,ატეხა პანიკა და ერთი ამბავი,შეხვდროდა კობიაშვილს პირისპირ გაეგო მისი აზრი და მერე გამოეთქვა საჯაროდ პოზიცია,მას შესთავაზეს ძალიან კარგი ვარიანტი რომელზეც პატრიოტი და ღირსეული ადამიანი უნდა დათანხმებულიყო,მიეღო ის პირობები რაც შესთავაზეს, დაედო დადებითი შედეგი და დაემტკიცებია თავისი მაღალი კლასი,მაგრამ გამოდის რომ მას არც ჩვენი ბიჩების სწამდა და არც თავისი შესაძლებლობის,თუმცა რაზეა საუბარი როცა ახალგაზრდულს წვრთნიდა აზერების შემოთავაზებაზე დაკრა ფეხი და გაიქცა ეგრევე. საკმარისი არგუმენტებია ცხადაძის მოსახსნელად თუ კიდევ განვავრცოთ ეს თემა?
Givi g
03:20 16-03-2016
0
აბა კერძოა? საჯაროა ქართველ ხალხს ეკუთვნისთუ ფედერაციის თანამშრომელი ხარ ეგ იცოდე რო ვინმეს კერძო კანტორაში არ მუშაობ
ჰაჰაჰა
00:35 16-03-2016
0
სტატია: ,,ფედერაციის ყველა მოხელეს უნდა ესმოდეს, რომ ის საჯარო მოხელეა". აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები არ ითვლებიან საჯარო მოხელეებად. ალეკო კაკაურიძე სანამ სტატიას დაწერ აღნიშნულ საკითხზე იქნებ წაგეკითხა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი.
ჰაჰაჰა
23:50 15-03-2016
0
ბატონო გივი. ფედრაციაარის საჯარო ორგანიზაცია და ის ვალდებულია ყველათანაბარ პირობებში ჩააყენოს. ავტორი არ ამბობს მე რატო არ მითხართო ამბობს თუ არავის ეუბნებოდით, შეგენახათ ბოლომდეო შეცდომები კიდე - ცხაფდაძეავსაჯანიშვილი ცოტაა ასეთ მცირე დროში?
givi g
22:05 15-03-2016
0
აბიჟნიკი კაცის სტატია ქვია ამას :) ამ ფედერაციის კრიტიკაში რომ ხარ ძალად ჟურნალისტო ერთი დაასახელე ის შეცდომები რაზეც იძახი თუ კაცი ხარ.ალბათ ამ კომენტარსაც დაბლოკავთ როგორც შენმა კოლეგამ დაბლოკა თავის გენიალურ ნაშრომზე თუთიყუშზე და ბორია გადაიზე :)
Givi g
21:43 15-03-2016
0
ავსაჯანას გაშვებამაც გაამართლა?
sandro batono
21:33 15-03-2016
0
გახელილი თვალებით გპასუხობ 65 წლის კაცი ერო შეცდომა იყო ცხადაძის წასვლა და ავსაჯანიშვილს გაშვება. და ამ წერილს ვეთანხმები ბოლომდე თუ კასტაა ჩამოყალიბებული პრივილეგირებულების ეს ფედერაციის შეცდომაა
misha
20:11 15-03-2016
0
misha ბიჭო საჯარო სივრცეში გაკეთებულ კომენტარებზე აზრის გამოთქმა და პასუხიც და დიალოგში ჩაბმაც "ნებართვის"აუღებლად რომ "მოსულა" არ იცოდი ბიჭო?მოკლედ არ ვიცი რა შედეგს დადებს ვაისი მაგრამ ფედერაციამ რომ,დადო უკვე შედეგი ფაქტია.ბევრად ნაკლებს გადაუხდის ფულს იმ გუნდის მწვრთნელს რომელსაც,რეალურად,ობიექტური მიზეზების გამო დიდი შედეგის მიღწევა არ შეუძლია და თუ მაინც შეძლებს და გაგვახარებს ბონუსსაც შეირგებს დამსახურებულად.ალეკო ბატონს კიდე ვთხოვდი თვალები აგვიხილოს და რომ,არ აკლია ფედერაციას შეცდომები იმ ჩამონათვალიდან რამოდენიმე მაინც გაგვანდოს.
daviti
18:22 15-03-2016
0
mishav batono jer rac gaaketa federaciam yvelaferi adebiti gaketa gaushves ... cxadadzeromelsac imedic ki ar konda ro emsmeze gavidoda da magitom ar dastanxmda xelapsis shemcirebas moiyvanes masze bevrad gamcodili treneri da es .. wers aq ar aklia ehcdomebio kargit raaa gmertma ar qnas da ver dados am kacma shedegi raga ikneba ra iko michveuli vart did warmatebas tu raa ubralto ar sheidzlba tyuila ubralto kritiki levanis kaci jer exla movida acalet ra daudekit gverdze
sandro
17:25 15-03-2016
0
:)

Kvelas tavisi principi aqvs, saerto principi rogorc aseti ar arsebobs. Arsebibs kanoni da kanonma tu daaregulira ok, tu ara da aravis aqvs ufleba izaxos rom chemi principia swori. Detskiy sad.
Principze
17:18 15-03-2016
0
qutaiseli-ს რომელ შედეგზე საუბრობ? მაგ ლოგოკით კუპერს და იმ გერმანელ მწვრთნელსაც გასაგიჟებელი შედეგი ქონდა.
misha
17:05 15-03-2016
0
გასვლა არ გასვლაზე აქ ვინც საუბრობს იმას ვეკითხები ცხადაძე აპირებდა სადმე გასვლას იმ ორმაგი ხელფასით ვაისის შედარება ცხადაძესთან კიდე უადგილო მგონია საერთოდ შედეგიდან გამომდინარე .
qutaiseli
16:44 15-03-2016
0
Mindia-ს. მე sandro-ს ვქწერ !!!. რატომ ეჩხირები სხვის დიალოგში ბიჭო, ააააააააა!!!!!
misha
16:28 15-03-2016
0
Ra ari aq gaigebari? Erti jurnalistvis garda aravin shegvishveso ambobs kaci da dagvaxarsceso, staurshive natelia pretenzia.
Kide erti agmochena: turme cxadazes milionjer jobia vaisi, znachit gavsulvart Mundialze - gilocavt
Guga
16:24 15-03-2016
0
მიშა და ცხადაძეს რა შედეგი ქონდა? 85 წუთი თამაში და მერე განადგურება? ვაისის CV რომ ცხადაძისას ბევრად აღემატება რათ უნდა ლაპარაკი. გამართლებით კი 100%-ით ვერავინ ვერასდროს იტყვის გაამართლებს თუ არა მწვრთნელი (თუნდაც ტოპ გუნდი და ტოპ მწვრთნელი იყოს) ამიტომაცაა ბონუსური სისტემა და ფედერაციის მიდგომა სწორი.

სტატიას რაც შეეხება ვერ გავიგე ავტორს რა უნდა... თუ შენც გქონდა ინფორმაცია დაგედო საიტზე, შაბათ-კვირას მუშაობს ეს საიტი აშკარად
Mindia
16:13 15-03-2016
0
ეს რა სტატია დაწერა? რა უნდა ამ კაცს? :)
niko
16:01 15-03-2016
0
ფედერაციის მოხელე არ და ვერ იქნება საჯარო ხელისუფლების მოხელე:)
Info
15:33 15-03-2016
0
"ლელო" თუ ისვენებდა, სპორტალ.ჯი ხომ მუშაობდა?
მოდი, არ გვინდა ეგეთები... გაჯობათ "ჯაკომ" და მისმა ჯურნალისტმა და ვაღიაროთ რა.. საქმისთვის ასე ჯობია... დამიჯერეთ!
თქვენი გულშემატკივარი
ლევანი
15:30 15-03-2016
0
sandro-ს. ვინ ვის ჯობია, ამას შედეგიდან გამომდინარე დავინახავთ. თუ შედეგი არ იქნა (ღმერთმა ნუ ქნას), მაშინ ძალიან საინტერესო იქნება შენი ქმედება, ფედერაციის ადგილზე ყოფნას კი არ ვისურვებდი. დაველოდეთ და ვნახავთ ყველაფერს. რაც შეეხება ალეკოს ამ პრეტენზიებს, ბოლომდე ვერც მე გავიგე რა უნდა ავტორს.
misha
15:12 15-03-2016
0
სასაცილოა უბრალოდ :) ფედერაციას ადანაშაულებს იმაში რომ ვიღაც სხვა ჟურნალისტმა აჯობა და ექსკლუზივი მოიპოვა :) ეს უბრალოდ ჟურნალისტიკის პრინციპების არცოდნაა, თუ მაგარი ტიპი ხარ მიდი და შენ მოიპოვე, ჟურნალისტობაც ეგ არი რომ სხვაზე ადრე მოახერხებ და მიიღებ მასალას. როცა ოფიციალურად განაცხადა იქ იყავით თქვენც და მანამდე ვის როგორაც შეუძლია ისე მოიპოვებს ინფორმაციას. თქვენ რო წერდით გატუზოზე მითებს ის რო აღმოჩენილიყო მართალი მაშინს ის ჟურნალისტი და სააგენტო უნდა გაბრაზებოდა ფედერაციას? :) ნუ კარგით რაა :) კარგმა ჟურნალისტმა სწორ წყაროს უნდა მიაგნო და თუ ვერ მიაგენი სხვას ნუ ადანაშაულებ :)
თენგო
14:55 15-03-2016
0
გულახდილად რომ გითხრა ვერ მივხვდი რა გინდოდა ამ სტატიით გეთქვა?! დარწმუნებული ვარ ბევრმა ვერ გაიგო. თან იძახი ის ჟურნალისტი ვინც ეს მოიპოვა ჩემი ძმაკაციაო თან მაინც რა პონტში მოიპოვაო ჩემზე ადრეო ეს ინფოო. და საერთოდ რას "ეძებ" ვერ მივხვდი. გაგიტყდა რომ შენზე ადრე დადეს ეს ინფო? რა მოხდა მერე? ... არაუშავს სხვა დროს შეიძლება შენ დადო უფრო ადრე რაღაც სიახლე. ანუ სტატია იმიტომ დაწერე რომ რომელიღაჩა ჟურნალისტმა გაიგო შენზე ადრე ეს ინფო და როგორ მოგასწრო გამჟღავნება? ამას აბრალებ ფედერაციას? მგონი ჟურნალისტიკას ცუდად აქვს საქმე
0
dzalian mainteresebs კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ, რომ იმ ჟურნალისტმა, ვინც ეს ფოტო გადაიღო თუ მოიპოვა, ძალიან კარგად შეასრულა თავისი საქმე. ფეხბურთის ფედერაცია კი, შეცდომები ისედაც რომ არ აკლია,
გვარიანად შეცდა. sad shecda federacia jer jerobit erti mainteresebs raa  weis cxadadzes milioni tavit jobiaa da shen cota logikurad gmartebs msjeloba da statiebis dadeba raa midi levan shens gverdze vart yvelani
sandro
14:23 15-03-2016
0
სიახლეები პოპულარული