[დღის თემა] ქართულ ფეხბურთს მომავალი დაუმტკიცეს

AutoSharing Option
4 თებერვალს წამყვანი ქართული ტელემაუწყებლობები მთავარ თემად პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს "ატრიალებდნენ", მაგრამ ძალიან მწირად იყო გაშუქებული საქართველოს მთავრობის მიერ გუშინდელ სხდომაზე მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც, წესით, ქართული ფეხბურთის მომავალს უნდა ჩაუყაროს საფუძველი...

265 მილიონი ქართული ფეხბურთისთვის
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა და 2016-20 წლებში პროგრამა 265 მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდება. ეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა.

"გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ 4 თებერვალი არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ისტორიული დღე - გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების პროგრამას 26 წელია ელოდა, დღეს კი ეს გადაწყვეტილი ამბავია.

მადლობა სფფ-ის ხელმძღვანელობას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ფეხბურთის განვითარების ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა. ასევე, მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ყველა წევრს, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე ამ პროექტს დეტალურად გაეცნენ და დაამტკიცეს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში, ქართულ ფეხბურთს გარანტირებული ექნება მთავრობის თანადგომა და მისი განვითარების პროგრამას 265 მილიონი ლარით დააფინანსებს", - თქვა მინისტრმა და ფეხბურთით ბიზნესის დაინტერესებაზეც ილაპარაკა:

"ამ ჩანაფიქრის მიხედვით, თანხები არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ დანარჩენი ლიგების კლუბებზეც გადანაწილდება. უმნიშვნელოვანესია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მიექცევა, მომავალი მოთამაშეების გაზრდაზე კი კვალიფიციური კადრები იზრუნებენ.

პროგრამის განხორციელების მიზანია, ფეხბურთი განვითარდეს და ასევე, წავახალისოთ კერძო სექტორი, რათა ფეხბურთით დაინტერესდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კლუბი თანაბარ პირობებში იქნება ჩაყენებული და ყველა მიიღებს სარგებელს.

პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმება უკვე მოხდა, პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში აპირებს. პროგრამა ზაფხულიდან ამოქმედდება. ხუთწლიანი პერიოდის ათვლა წლეულს დაიწყება".

პროგრამის მიზნები
საქართველოს მთავრობის მიერ ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილ 265 მილიონ ლარზე კომენტარი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და დამტკიცებისთვის! ეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ეს პროექტი 26 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა და მისი დამტკიცება მართლაც დიდი საქმეა.

მე და ჩემი გუნდის წევრები ბედნიერები ვართ, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი პროექტი მოიწონეს და მიიღეს. მადლობა მთავრობას პროექტის მოწონებისა და ქართული ფეხბურთის თანადგომისთვის. იმავეს ვამბობ სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც ქართულ ფეხბურთს გვერდში უდგას.

უმოკლეს დროში გვექნება პროექტის პრეზენტაცია, სადაც ყველაფერზე დეტალურად ვისაუბრებთ. ამ პროექტის მეშვეობით, განვითარების საშუალება ეძლევათ მუნიციპალურ კლუბებს. გვინდა, რომ ფეხბურთი კერძო სექტორისთვის საინტერესო გავხადოთ და კლუბები კერძო მფლობელობაში გადავიდნენ".

პროგრამები? რამდენიც გინდა!
26 წლის წინათ, 1990 წლის 15 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ფეხბურთის განვითარების პროგრამამ მაშინვე პირველად გაიჟღერა. მაგრამ გავიდა 26 წელი, საქმე კი ლაპარაკს არ გასცდენია.

2007 წლის 26 ოქტომბერს, საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ფეხბურთის, რაგბისა და უმაღლესი სპორტული განათლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო და მას "გრანდიოზული პროექტი" ეწოდა.

დაპირების მიხედვით, სამ წელიწადში სახელმწიფო ფეხბურთის განვითარებისთვის 11 მილიონ დოლარს გაიღებდა, შვიდ ქალაქში შვიდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო-სარაგბო სტადიონსა და 2 თანამედროვე ბაზას ააშენებდა, ხოლო 8 სახელმწიფო კლუბი კერძო საკუთრებაში გადავიდოდა. ცხადია, ეს ქართულ ფეხბურთს წაადგებოდა, მაგრამ...

მოკლედ, სულ რაღაც გვიშლიდა ხელს - სამოქალაქო ომი, რუსეთის აგრესია, ეკონომიკური პრობლემები, კრიზისები... მაგრამ ყველაზე მეტად ხელისშემშლელი ფაქტორი - სახელმწიფოს, სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მუდმივი დაპირისპირებები იყო. და ამაში დაიხარჯა 26(!) წელიწადი.

მაგალითად, 2014 წლის თებერვალში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელების შეხვედრისას გაირკვა, რომ სახელმწიფო პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2013 წელს დაამუშავა. შეიქმნა პრემიერის მიერ ინიცირებული სახელმწიფო კომისია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პროგრამის განხორციელებით სახელმწიფო რეალურად დაინტერესდა, მაგრამ მის განხორციელებას ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს თავკაცთა დაპირისპირებამ შეუშალა ხელი - მათ თანამშრომლობა არ ისურვეს.

ბოლო 26 წელიწადში პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო, სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია ერთი მიზნით გაერთიანდა.

სხვა, ვიდრე აქამდე...
ცხადია, მთავრობის გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებსა თუ ფეხბურთის დაფინანსების მოწინააღმდეგეებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. პოზიციები ყველაზე მეტად ორ კომენტარში გამოიკვეთა. მოწინააღმდეგე წერდა:

"265 მილიონ ლარად მინიმუმ ორ სერიოზულ ქარხანას ან ფაბრიკას ააშენებთ და იქ დაასაქმეთ ეგ მუქთახორა ფეხბურთელები! ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს მაინც გააკეთებენ! ფეხბურთი დაივიწყეთ!"

სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებით გახარებული გულშემატკივარი კი ამბობს: "არ აფინანსებენ და ყველა მთავრობას აკრიტიკებთ, გუნდები იშლება და - არაფერს აკეთებენო, აფინანსებენ და ფული წყალშია გადაყრილიო. თქვენი ვერაფერი გავიგე".

ეს გასაგებია, ახლა კი მთავარზეც ვთქვათ. ისიც ითქვა, 265 მილიონ ლარს 5 წელიწადზე ანაწილებენ და ეს ფეხბურთს არ ეყოფაო. ანუ ბევრმა ისე გაიგო, რომ ფეხბურთში დაახლოებით იგივე თანხა ჩაიდება, რაც აქამდე.

ჯერ ერთი, ახლანდელი მდგომარეობით,  ფეხბურთში წელიწადში 44 მილიონი ლარი იხარჯებოდა - ანუ ხუთ წელიწადში 220 მილიონი. ახლა ეს ციფრი 265 მილიონი იქნება, ანუ წელიწადში 9 მილიონი ლარით მეტი. 9 მილიონით კი წესიერი ხალხი მინიმუმ ოთხ კოხტა სტადიონს მაინც ააშენებს, სადაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩები მაინც გაიმართება.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ესაა: ფეხბურთი გამგებლებსა და გუბერნატორებზე დამოკიდებული აღარ იქნება. ძველი და ახალი დაფინანსების სისტემებს შორის სწორედ ეს პრინციპული სხვაობაა. ფეხბურთი პოლიტიკური თამაშების ორბიტიდან საფეხბურთო წრეს უბრუნდება და ფეხბურთზე მორგებული სისტემა ჩამოყალიბდება.

შემთხვევითი არ იყო სპორტის მინისტრის სიტყვები - ასეთი ბედნიერი ცხოვრებაში ბევრჯერ არ ვყოფილვარო!..

4 თებერვალს, სახელმწიფომ ფეხბურთს ბოლო 26 წელიწადში პირველად მისცა თავის გადარჩენისა და ევროპული სტანდარტების ფეხბურთის "აშენების" რეალური შანსი - საბჭოთა კავშირი დასრულდა, ჩვენ კი დამოუკიდებელი ქვეყნის ფეხბურთისთვის სხვა მართვის სისტემა გვჭირდება, რომელიც საფეხბურთო სამყაროსა და ბიზნესისთვის გზავნილი უნდა გახდეს.

თურქეთშიც ზუსტად ასე იწყებდნენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეს ფული არის იმ ხალხის ჯიბიდან აღებული ვინც დღეში მინიმუმ 8-10 საათს მუშაობს, აბსოლიტური უმრავლესობა შვებულების გარეშე, ქართული ფეხბურთის ფანების 90% იგივე უბრალო ხალხია, ის ხალხი ვინც იმის იმედით ცოცხლობს რო ოდესმე ისევ ნახავს ფეხზე დამდგარ ქართულ ფეხბურთს და აგუგუნებულ სტადიონს, ასე რო ხალხს იმედი არ გაუცრუოთ და ეს ფული ნორმალურად საქმეს მოახმარეთ, თუ არადა იგივე ხალხი სიცოცხლეში სახეში შეგაფურთხებთ, სიცოცხლის მერე კიდე თქვენ საფლავზე დააფურთხებს, ასე ნუ გაიხდით საქმეს...
cezarius
16:11 06-02-2016
0
პირადად მიგაჩნიათ თუ არა ფეხბურთი #1 სახეობად,ან საქართველოში #1 სახეობად ამას დიდი მნიშვნელობა აქვს?თუ მნიშვნელოვანია,რომ მსოფლიოშია უდავოდ #1სახეობა და ჩვენ ვითამაშებთ თუ არა ფეხბურთს ამას მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოსთვის!რას ადარებთ?ფეხბურთი ყველა დანარჩენ სპორტის სახეობებზე პოპუკარულია და მხოლოდ ფეხბურთშია მეტი ფული ჩადებული,ვიდრე ყველა დანარჩენ სპოტის სახეობებში!ფეხბურთის მსოფლიო თასის ტელეაუდიტორია გაცილებით აღემატება ოლიმპიადის ტელეაუდიტორია და თუ ამას დავუმატებთ ჩემპიონთა ლიდია,ევროლიგის,წამყვანი ეროვნული ჩემპიონატების ტელეაუდიტორიას და შევადარებთ ყველა დანარჩენი სპოტის სახეობებში სხვადასხვა ტურნირების,ეროვნული ჩემპიონატების ტელეაუდიტორიას,მაშინ სხვაობა საერთოდ ასტრონომიული იქნება!თუნდაც ბოლო საფეხბურთო ტრანსფერების ფასები ნახეთ და შეადარეთ ნებისმიერი სხვა სპოტის სახეობებში ფასებს.მოკლედ 53 მილიონი წელიწადში ძალიან ცოტაა,სულ მცირე პირველი 2–3 წელი მეტია საჭირო საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის და ასევე აუცილებლად საჭირო უცხოელი სპეციალისტების მოწვევისთვის,რომ ბავშვთა აღზრდაში თანამედროვე მეთოდოლოგია დავნერგით
ზაზა
13:50 06-02-2016
0
ვერ დავეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ფეხბურთი საქართველოში N1 სახეობა არა არის, ამაზე ძალიანაც, რომ გაუარესდეს მდგომარეობა, ფეხბურთი ქართველი კაცის გონებაში მუდამ იქნება სპორტის #1 სახეობა.
vaxo
12:45 06-02-2016
0
ვთვლი რომ გადაწყვეტილება უსამართოლოა, ფეხბურთი ამოდენა დაფინანსებას არ იმსახურებს. უნდა დაფინანსდეს ის სპორტის სახეობები სადაც შედეგი სახეზეა თუნდაც რაგბი, კალათბურთი, ძიუდო, ჭიდაობა, წყალბურთი და ჭადრაკი. ფეხბურთელების ნაჩვენები შედეგი დიდი ხანია არავის უნახავს და სიმართლე გითხრათ არ მჯერა. 265მილიონი პრაქტიკულად წყალშია გადაყრილი. დროა ვაღიაროთ, რომ ფეხბურთი საქართველოში #1 სპორტი აღარ არის. მე პირადად რაგბს ვგულშემატკივროდ და ეჭვი მეპარება ფეხბურთელებმა საქართველოს რაგბის ნაკრების, ან თუნდაც საკალათბურთო ნაკრების სედეგი გაიმეოროს.
დათო
16:47 05-02-2016
0
265 მილიონი ლარი 5 წელიწადში (53 მილიონი ლარი წელიწადში) ფეხბურთის მომგებიან სფეროდ გადაქცევის საშუალებას იძლევა, რაც კერძო ინვესტორების მოზიდვას გაადვილებს!
გუჯა კახაძე
14:49 05-02-2016
0
ფულადი რესურსის უმეტესი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა მოხმარდეს ინფრასტრუქტურას! რომ მართლაც წყალში არ ჩაიყაროს ეს ფული ! პატარა , მაგრამ თანამედროვე და ევროპული დონის სტადიონები გვჭირდება წყალივით
beqnu
14:07 05-02-2016
0
თენგო
05 თებერვალი 2016 12:40

თანხაზე, როგორც ზოგადადა ისე კონკრეტულად (ცხადაძის შემთხვევაში) აქცენტს ფედერაცია აკეთებს და არა გულშემატკივარი. გეგმა ჯერ არავის გაუცვნია ხალხისთვის, მხოლოდ თანხებით მარიაჟობენ და თან გვაბოლებენ თვლაში (დღევანდელი გაზრდილი თანხა ინფლაციის გათვალისწინებით იგივეა რაც 220 მილიონი). რაც მოვიდნენ სულ თანხებზეა ყველგან საუბარი მაგატ მხრიდან. ასე, რომ ვხვდებით, გეგმას ველოდებით, და არ გვევასება როდესაც გვაბოლებენ.
რეზო
14:00 05-02-2016
0
ბევრ რაიონში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს ახლა რა გინდათ ფული არ იხარჯებოდა რატოო დაიხარჯებადა მაინც რატოო ერთი დიდი მათრახი ინტრიგნებს
dola
13:44 05-02-2016
0
მივმართავ სფფ-ს ! ბელგიაში, ჰოლანდიაში ჩემი თვალით მაქვს ნანახი 7-9 ათასიანი ლამაზი კოხტა განათებული, თავისი პარკინგით და სათადარიგო მოედნებით ნანახი.. ხომ შეიძლება ჩვენთანაც აშენდეს 5-6 ასეთი სტადიონი რეგიონებში, რათქმაუნდა ბუნებრივი საფრით! მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, კარგი საფარი, განათებული სტადიონი, ამ ყველაფერს ხალხი რომ ნახავს დარწმუნებული ვარ გადაივსება სტადიონი, ხალხი შემობრუნდება ფეხბურთისკენ და ფეხბურთელიც თავს იგრძნობს ნამდვილ ფეხბურთელად, რაც ყველაზე მთავარია ხარისხი გაუმჯობესდება.. იმედია გაითვალისწინებთ ხალხის აზრს, სტადიონი და მაყურებელი თუარიქნა რააზრი აქვს ამ ფულის ჩადებას? უაზროდ გაიფლანგება და შედეგი იქნება 0.
0
ეს 265–მილიონი მაინც წყალში გადაყრილი ფული იქნება, და შესაბამისად ხომ არ ჯობა, რომ ეს თანხა მთლიანად მხოლოდ თბილისის დინამოს ბიუჯეტში მიემართოს?

ყოველწლირად 43–მილიონი თუ გამოდის, მაშინ ჩემი აზრით ჯობია, რომ ეს ყოველწლიური 43–მილიონი ლარი მიემართოს მხოლოდ თბილისის დინამოს ბიუჯეტის გასაზრდელად.

ამჟამად დინამოს ფინანსური ბიუჯეტის რესურსები არ ყოფნის იმისთვის რომ ძვირადღირებული მაღალი კლასის ლეგიონერები იყიდოს, ხოლო თუ დინამოს ყოველწლიური ბიუჯეტი გაიზრდება ამ 43–მილიონით, მაშინ დინამოც შეძლებს მაღალი კლასის ლეგიონერების შეძენას და ჩემპიონთა ლიგის ჯგუბურ ეტაპზე გასვლას.

თანაც სინამდვილეში აღნიშნლი ყოველწლიური 43–მილიონიდან, ნახევარი, 50%–პროცენტი თანხა უნდა ეძლეოდეს თბილისის დინამოს და არა სხვა რეგიონალურ კლუბებს, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ თბილისის დინამო არის ქართული ფეხბურთის მინიმუმ 50%–პროცენტი.

ეს ყოველწლიური 43–მილიონი მაინც ერთ წამში უკვალოდ გაქრება, და შესაბამისად ჯობია, რომ დინაამოს გავუზარდოთ ბიუჯეტი ამ ყოველწლიური 43–მილიონით.

ამჟამად თბილისის დინამოს სასაცილოდ უდაბლესი ბიუჯეტი გააჩნია და ასეთი დაბალი ბიუჯეტით ვერასდროს გავა ჩეპიონთა ლიგაზე, ხოლო თუ ამ 43–მილიონს მივმართავთ დინამოს ბიუჯეტში, მაშინ დინამოს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი გაუჩნდება.
265–მილიონი:
13:21 05-02-2016
0
ბევრ რაიონში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს ახლა რა გინდათ ფული არ იხარჯებოდა რატოო დაიხარჯებადა მაინც რატოო ერთი დიდი მათრახი ინტრიგნებს
dola
13:03 05-02-2016
0
აქ ვინც აკომენტარებს და თანხებზე აკეთებს აპელირებას უბრალოდ საქმისს არსს ვერ ხვდება, მთავარი თანხები კი არა ისაა რომ ფეხბურთის განვითარების ერთიანი კონცეფცია იქნა შემუშავებული, პროგრამა რომელშიც ზუსტადაა გაწერილი რა გაკეთდება უახლოესი 5 წლის განმავლობაში, სად და რაში იქნება დახარჯული თანხები, წინასწარაა დაგეგმილი ყველა კლუბის ბიუჯეტი, თვეების და დღეები მიხედვით არის გაწერილი ყველა დეტალი. ეს არია ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის სხვაობა თანხაში რაც აქამდე იყო. სწორედ ესაა ის რაც ფეხბურთს აკლდა, ასეთი რამ მხოლოდ რეგბისტებმა მოახერხეს და კარგა ხნით ადრე, წარმატებას და წინსვლას ალბათ ხედავთ კიდეც რაგბში. ასეთი პროგრამის შემუშავება ადრეც იყო შესაძლებელი, მაგრამ არ აწყობდათ, რადგან გაურკვევლობა და ქაოსური სიტუაცია უფრო კარგი ნიადაგია ფულის მისათვისებლად. ახლა ფედერაციაში სუფთა ხალხი მოვიდა კობიაშვილის, მუჯირის და მათი გუნდის სახით, სუფთა და საქმეზე ორიენტირებული, ამიტომაც მოხერხდა მათი მოსვლიდან ასე მოკლე ვადაში ამ პროგრამის შექმნა და რაც მთავარია ეს პროგრამა მოიწონა სახელმწიფომ და მის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა. ალბათ მალე იქნება პროგრამის პრეზენტაცია და კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ. ვულოცავ ყველა ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.
თენგო
12:40 05-02-2016
0
აქამდე იმ 44 მილიონს ფედერაცია ჭამდა აბა არველაძეს და მისთანებს და სიჭინავებს და და ვიღაცა ვიგინდარებს ხომ უნდოდათ ჩამა, თან იმხელა მადა ქონდათ ეგ კიდე ცოტა იყოო... ვაი ქართველ ხალხს რააა.. მე კობის მჯერა რატომღაც...
ucnobi
12:33 05-02-2016
0
qutaiseli-ს. იქნებ გაქვს რეცეპტი, რატომ, რა მიზნით უნდა ჩადოს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდში ნორმალურმა ბიზნესმენმა ფული, არსებულ სიტუაციაში მოგების მიღების მიზნით? ეს ხომ ავსურდია. სხვა საკითხია, თუ მას (მაგ. დინამოში ფიფია), ფეხბურთი ფანატიკურად უყვარს და შეიძლება ჩადოს. ასე, რომ სანამ ჩვენი ჩემპიონათის დონე არაიწევს, თუნდაც აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონეზე, მად ფულის ცადება უტოპიაა. ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს სახელმწიფოს ფიფნანსური დახმარება გუნდებისატვის და მერე შეიძლება დაფიქრდნენ ბიზნესის წარმონადგენლები ფეხბურთზე.
kaki
12:25 05-02-2016
0
ეხლა ვნახოთ რამდენი ბოღბიანი ადამიანები შემოგვთავაზებენ თავის ინტინგრულ კომენტარებს...რომ ეს დაფინანსება ცუდია,არვარგა,არუნდა დაფინანსდეს,მაინც არაფელი გაკეთდება(რაც გაკეთდება ალბათ არაფელს მოიწონებენ)და ასე შემდეგ...ჰაჰაჰააა
romandro
12:25 05-02-2016
0
შენ ეს მთავრობა გიყვარს ალბათ რას ბოდავ თუ იცი მაინც 9მილიონად 4სტადიონი აშენდება რო წერ სტადიონზე ნამყოფი თუ ხარ 9მილიონი და მეტი ერთი სტადიონის საფარი ჯდება
Giorgi
12:12 05-02-2016
0
ინფლაცია ბოლო მონაცემებით 4- 5 პროცენტამდეა ჩვენთან. 220 მილიონის 4 პროცენტი არის 8,8 მილიონი, 5 პროცენტი 11 მილიონი. ანუ იმდენივეს ან ნაკლებს გაიღებს მთავრობა. აქ ლარის გაცვლით კურსს აღარ ვახსენებ.
რეზო
12:12 05-02-2016
0
265 მილიონი ლარი 5 წელიწადში (53 მილიონი ლარი წელიწადში) კარგი მენეჯერების ხელში ფეხბურთის მომგებიან სფეროდ გადაქცევის საშუალებას იძლება!!!!
გუჯა კახაძე
12:08 05-02-2016
0
ეგ 9 მილიონი ინფლაციამ და ლარის კურსმა შეჭამა. მათემატიკაში და ფინანსებში ვერ არიან ესენი, ან დებილები ვგონივართ. პრნციპში იმდენივეს მიირებენ რასაც ირებდნენ, ნაკრების მწვრთნელი კი სავარუდოდ უფრო ძვირი გამოვა. მთავარია მართლა თუ აქვთ გეგმა ამ ფულის სახარჯავად.
რეზო
12:07 05-02-2016
0
თქვენი ლოგიკით ვინც ქართულ ფეხბურთს აკრიტიკებს ყველა მტერია,ვინც მწარე სამართლიან კომენტარს დაწერს უნდა დაბლოკო და სამაგიეროდ უნდა აქო და ადიდო ჩვენი ფეხბურთი?!და თქვენ გესმით დემოკრატია?!პირიქით,მეტი უნდა აკრიტიკო ძმობილო,უფრო მეტი უნდა მიუთითო ნაკლოვანებებზე,იქნებ შემდგომში გამოსწორდეს,იქნებ შემდგომში უკეთესი გამოვიდეს!
vaxvax-s
12:00 05-02-2016
0
ფაქტიურად გამოვიდა რომ აქამდე რაიონების და მუნიციპალიტეტების დონეზე არსებულ ხარჯებს , ყველაფერს გადაიტანებენ ცენტრალიზებულში და მერე იქ დაიწყება გარკევვა ვინ რამდენი უნდა მოკბიჩოს, მოხერხოს,მოირგოს და მოი-დახარჯოს.
ეთქვათ პირდაპირ რომ რაც იხარჯებოდა იმის ცენტარლიზებული მართვა იქნება და დაემატება კიდევ წელწიადში 9 მილიონიო ჰოდა ყველაფერი ცხადი იქნებოდა. რა საჭიროა ამოდენა ტყუილი 265 მილიონის "დამაატებით" 5 წლიან გამოყოფაზე?
ხოლო თუკი აღმოჩნდება რომ ეს მართლაც "დამატებითი" თანხებია იმის ზემოთ რაც ისედაც იხარჯება, მაშინ სულ სხვა საქმეა...
Guadua
11:56 05-02-2016
0
44 მილიონი ეს ცალკე თემაა და ამ ფეხბურთის განვითარების პროგრამას საერთოდ არეხება ყველამ ვიცით რომ რეგიონის ხელმძღვანელობას არ უშლიან გუნდების დაფინანსებას პირიქით.ასე რო ამ თემასთან ეს ყბადაღებული 44 მილიონი არაფერ შუაშია .
qutaiseli
11:50 05-02-2016
0
ხალხს რა უნდა თვითონ არ იცის სამაგიეროდ მე ვიცი მუქთა ფული ფეხბურთში ამდენი ფული რატოოო იცით რას გეტყვით საქართველოს ბევრ მკვდარ ქალაქში ხალხის ნათელი წერტილი ფეხბურთია ახლობლისგან ვიცი რომ სამტრედიაში დიდი და პტარა ფეხბურთი ცხოვრობს ასეა სამეგრელოში დინამოს საშინაო თამაშებს 50 კაცი ესწრება
0
ფეხბურთი არის დიდი ბიზნესიიიიიიიიიიიიი, გაიგეთ ეს რაც შეეხება მშიერ და უმუშევარ ხალხს სწორედ ისინი დასაქმდებიან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაშიიიიი,
0
და ვინ უშლის მერე მაგ ეგრეთწოდებულ კერძოებს ფეხბურთის დაფინანსებას ან საერთოდ მარტო სპორტს კიარა იგივე მაგ ჯანდაცვის კუთხითაც უნდა აკეთებდენ დანახარჯებს მაგრამ ჩვენთან ეგეთი საქმოსნები მხოლოდ ერთეულები არიან.
qutaiseli
11:42 05-02-2016
0
vaa es ra momxdara 44 milioni ixarjeboda da 53 daixarjeba exla :D exla ki nagdad magrad atamashdebian chveni fexburtelebi. mtavaria statia xo gamoacxo ra kargi mtavroba gvyavs
beso
11:27 05-02-2016
0
ფეხბურთს დაფინანსება ჭირდება,მაგრამ ეს ფული მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. საფეხბურთო მენეჯმენტში დაბალი დონეა. სულ წუწუნებენ კლუბები ფული არ გვაქვსო და უცხოეთში კი დადიან შეკრებაზე.კორუფცია და არაპროფესიონალიზმი მძვინვარებს ფეხბურთში ჩვენში
kaxa
11:19 05-02-2016
0
რამდენი შინა მტერი ჰყავს ჩვენს უბედურ და უპატრონო ქვეყანას,თურმე ახლა აღარ არის საჭირო ფეხბურთი,მთავარია კუჭი გქონდეს სავსე.მე არ ვიცი თქვენი სტრუქტურა როგორ არის მოწყობილი,მაგრამ ვფიქრობ,რომ ასეთი ღვარძლიანი და მომწამვლელი კომენტარები უნდა დაიბლოკოს,რომ ზედმეტი დემოკრატია,(რომლის არსი ნაკლებად გვესმის)არ გამოგივიდეთ.
vaxvax
11:12 05-02-2016
0
ძალიან კარგია და მივესალმები. რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ ფეხბურთი და ზოგადად სპორტის ნებისმიერი სახეობა არის ჩვენი ქვეყნის სახე საზღვარგარეთ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ შეხედეს ნებისმიერი საშუალო ევროპული ქვეყნის ჩემპიონატს რამხელა ფული ტრიალებს, ეს რა თანხაც იდება ფეხბურთში 5 წლის შემდეგ უკან დიდი მოგებას მისცემს ქყვეყანას (ნუ თუ რამე არ აურიეს მერე), დასაქმდება ხალხი, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება. ბოლო ბოლო ჯანმრთელი თაობა გაიზრდება ფეხბურთით. მადლობა ყველას ფედერაციას და მთავრობას.
ვლადიმერი
10:42 05-02-2016
0
ქვეყანაში სადაც ათასობით უმწეო ადამიანია, ავადმყოფი ბავშვებია, რომლებიც იძულებულნი არიან მკურნალობის ფული მოწყალების გზით აგროვონ უზნეობაა, ფეხბურთზე ამხელა თანხის დახარჯვა.
ფეხბურთი მხოლოდ კერძო დაფინანსებით უნდა ვითარდებოდეს!
ზაური
10:34 05-02-2016
0
ქვეყანაში, სადაც სრული ეკონომიკური კოლაფსია ამდენი ფული ვისზე უნდა დაიხარჯოს??? ნორმალურები ხართ??? სალამურების მთლელებზე??? ქართველებს არ აქვთ მენტალიტეტი ფეხბურთი ითამაშონ. დაანებეთ თავიიიიიიი!
გადაირიეთ?????
10:07 05-02-2016
0
სიახლეები პოპულარული