თბილისის "დინამოს" იურაი იარაბეკი გაწვრთნის, გია გეგუჩაძე - ეროვნულს?

AutoSharing Option
სლოვაკური Trnava voice-ს ინტერნეტ პორტალის ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ჰყავს სლოვაკი იურაი იარაბეკი.

ის გუნდში გია გეგუჩაძეს შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 26 იანვარს სფფ-ს აღმასკომი მთავარი მწვრთნელის საკითხზე იმსჯელებს და სავარაუდოდ, კახა ცხადაძეს მოხსნის. შესაძლოა, ხვალვე ნაკრების თავკაცად გეგუჩაძე დაინიშნოს.

იარაბეკი 53 წლისაა, 2013-15 წლებში ის ტრნავის "სპარტაკის" თავკაცი იყო.