საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს!

AutoSharing Option
დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გამართულ ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე 33 დელეგატიდან ფარული კენჭისყრით 18-მა ხმა ლევან კობიაშვილს მისცა. 15-მა - რევაზ არველაძეს, ხოლო მამუკა კვარაცხელიას - არცერთი.

ამრიგად, საქართველოს ფეხბურთის ფედერავიას 4 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი უხელმძღვანელებს.

პრეზიდენტის არჩევამდე, ყრილობაზე რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური ფედერაციების პრეზიდენტებს, შესაბამისად, გია შარაბიძესა და კახა ებრალიძეს, ხმის უფლება ჩამოერთვათ.

33 დელეგატიდან 17-მა დაუჭირა მხარი, რომ აღნიშნულ პირებს არ აღუდგეთ ხმის
მიცემის უფლება, ხოლო 15 წინააღმდეგ წავიდა. ერთი ხმა კი ბათილად იქნა ცნობილი. თავდაპირველად აღნიშნული ფედერაციების პრეზიდენტების ჩათვლით, 35 დელეგატი იყო.

"ჰოლიდეი ინნ"-თან დილიდანვე შეკრებილი იყვნენ კანდიდატების მხარდამჭერები. ყრილობის დაწყებას წინ დიდი ვნებათაღელვა უძღოდა და ერთი ხანობა, არჩევნების ჩატარება სათუოც გახდა, რისი მიზეზიც წინა დღეს, დელეგატის გუგა გობეჯიშვილის დაკავება გახდა. ამ მიზეზით არჩევნების ბოიკოტირებას რევაზ არველაძე აპირებდა. გობეჯიშვილი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი ხმის უფლება "ქომაგთა ლიგის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ პეტრიაშვილმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობა ბოლოს ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა, ვის მოვალეობასაც შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
უეფას ცარმომადგენელმა შეაფასა როგორც სამართლიანი არჩევნები, დანიშვნები და ჩაცკობები ადრე რომ იკო ისე არსად არხდებოდა
Unknown
13:24 04-10-2015
0
საინტერესოა პეტრიაშვილმა ვის მისცა ხმა. ნებისმიერ შემთხვევაში, "გილოცავთ" მორიგ დანიშნულ პრეზიდენტს. ამისთვის იბრძოდით, ვინც ხმას "ოცნებას აძლევდით? არ მითხრათ ახლა, ყველაფერმა პატიოსნად და მთავრობის ჩარევის გარეშე ჩაიარაო. კობიაშვილი კი ... რბილად რომ ვთქვათ, საქართველო უკეთესს იმსახურებდა, თუნდაც ყაველაშვილს! კაცმა სიტყვა ვერ წარმოთქვა "აღელვებისგან"...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული