მერაბ ჟორდანიამ არნემის "ვიტესი" რუს ბიზნესმენს მიჰყიდა

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი გაყიდა. ამიერიდან ჰოლანდიური კლუბი რუსი ბიზნესმენის, ალექსანდრ ჩიგირინსკისაა, რომელიც ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩის ახლო მეგობარია.

ჩიგრინსკი ჟორდანიას ფინანსური პარტნიორი 2010 წლიდანაა.

ამასთან, პრივილეგირებული პაკეტი კვლავაც "Stichting Betaald Voetbal 'Vitesse-Arnhem"-ის განკარგულებაში რჩება.

"აქამდეც მითქვამს, რომ ჩიგრინსკი მხარში "ვიტესის" აქციების შეძენის დღიდან მიდგას.

ახლა "ვიტესს" წინ ნაბიჯი სჭირდება, რათა ახალ სიმაღლეზე ავიდეს. ვფიქრობ, აქციათა პაკეტის გაყიდვის დრო მოვიდა.

ამის მერეც, ყოველთვის სიამოვნებით დავეხმარები რჩევებით ალექსანდრს",
- აცხადებს ჟორდანია.

აი, რა თქვა 50
წლის რუსმა ბიზნესმენმა "ვიტესის" ოფიციალურ საიტთან საუბარში:

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მერაბს 3-წლიანი შრომისთვის. მისმა აუცილებელმა ინვესტიციებმა "ვიტესი" დღეისათვის სპორტულადაც და სტრუქტურულადაც შესანიშნავ პოზიციაზე გაიყვანა.

მერაბმა ჩამოაყალიბა ძლიერი შემადგენლობა, შესანიშნავი ტექნიკური სტაფი, ინფრასტრუქტურა.

ამ ბაზისზე ჩვენ კიდევ უფრო მეტს დავაშენებთ, რომ მივიღოთ ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე. ვიცი, რომ მერაბის იმედი მომავალშიც შეიძლება მქონდეს"
.

ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატში "ვიტესი" მე-7 ადგილს იკავებს და ლიდერ "ტვენტეს" 2 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ არნემული გუნდის ღირსებას გურამ კაშია (კაპიტანი), გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი იცავენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
abduqadilbey ე, შენ ის ხო არა ხარ? ისა ისა, რა ქვია იმას.. ჰო! რო ათამაშებენ ხოლმე? ფუ როგორ დამავიწყდა.. ისა ისა, აი ის რო არი რა.. სუფთა ისა ხარ! აი გეუბნები რაა
zviadi
08:06 24-10-2013
0
ზვიადი , ბოდიში უხერხული , შეკითხვისთვის ... მაგრამ , ჰომ არ ათამაშებ !? :))
abduqadilbey
04:10 23-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული