გიგა ბეჭვაია: მეტოქე უფრო ძლიერი გამოდგა

AutoSharing Option
გორის "დილას" ფეხბურთელმა გიგა ბეჭვაიამ პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" (0:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ორი მატჩის ჯამში "დილა" 0:3 დამარცხდა.

"მაქსიმალურად მონდომებულები ვიყავით და ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. პირველ ტაიმში არ გაგვიმართლა; მსაჯობაც არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა.

ძალიან ცუდ დროს გავუშვით გოლი, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლეთ. სამწუხაროდ, მეტოქე უფრო ძლიერი გამოდგა და დავმარცხდით. 

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, პირველი სამი თამაში წავაგეთ, თუმცა მდგომარეობას აუცილებლად გამოვასწორებთ. ძლიერ გუნდებთან ჯერ არ გვითამაშია და სწორედ მათთან დავამტკიცებთ, რომ "დილა" ძლიერი გუნდია", - აღნიშნა
ბეჭვაიამ.

ასევე იხილეთ:
დილა-მარიტიმუ 0:2 - საშუალო ევროდონემდეც ძალიან შორია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიგა ვერაფერს, ვერსად ვერ დაამტკიცებთ, ამ გაურკვეველი ინტერესების მქონე ფეხბურთელებით. თავმოყვარეობა უნდა გკარნახოდეთ, რომ ბოდიშს იხდიდეთ, არა მარტო შენ და თავს არ იქებდეთ ყველაფერი გავაკეთეთო. სამწუხაროა, რომ ამ საქმის სპეციალისტები მუდამ დუმან არავის არაფერი ეწყინისო და ამით რაიმე არ დამაკლდესო, თორემ კომპეტენტური გაანალიზება გამოაჩენდა, ძალიან ბევრი რამ დააკელით. ზოგი ფეხბურთის ელემეტარული ელემენტების უცოდინრობით და ზოგიც საკუთარი უინათობით და უსუსურობით. ეს ყველაფერი შეიძლება ყველაზე ნაკლებად გეხება შენ მაგრამ .............
gizog
11:57 31-08-2012
0

სიახლეები პოპულარული