ინგლისელი ტურისტი: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართველი ფეხბურთელები შესვენებაზე რამდენიმე ღერ სიგარეტს ეწევიან

AutoSharing Option
ინგლისელ ტურისტს, მეტ უოკერს, ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების დასანახად ეროვნული ლიგის ერთ თამაშზე დასწრება ეყო.

40 წლის უოკერმა, რომელიც ინგლისის იუსტიციის სამინისტროში სტატისტიკოსად მუშაობს, საინტერესო მიზანი დაისახა: ერთი წლის განმავლობაში, ის UEFA-ს წევრი ყველა ქვეყნის ჩემპიონატის თამაშს უნდა დაესწროს. ასეთი ჩემპიონატი კი 55 არის.

უოკერმა მოგზაურობა საქართველოში დაიწყო. მიმდინარე წლის 2 ივნისს, ის გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.

The Guardian-თან საუბრისას, ის საქართველოსა და ქართულ ფეხბურთზე საუბრობს. როგორც ირკვევა, ის ჩვენ ქვეყანაში ჩამოსვლას დიდი ხნის განმავლობაში აპირებდა.

"საქართველოში სტუმრობა ყოველთვის მინდოდა. ეს ქვეყანა ძველისა და ახლის, ევროპისა და აზიის, თურქეთის, ირანისა და საბჭოთა კავშირის დამაინტრიგებელი ნაზავია.

როდესაც მოგზაურობას ვეგმავდი, ჩემი მთავარი მიზანი იყო, ქვეყნების დედაქალაქები ამერიდებინა და უფრო პატარა დასახლებებს ვწვეოდი. გადავწყვიტე, თბილისიდან 80 კილომეტრში მდებარე გორში ჩავსულიყავი და ადგილობრივი "დილას" თამაში მენახა. თუმცა, ამ კლუბის სტადიონი რეკონსტრუქციაზე იყო და "ლოკომოტივთან" შეხვედრა თბილისში ჩატარდა, სადაც ფორმალურ მასპინძლად "დილა" ითვლებოდა.

სტადიონზე საკმაოდ უცნაური ატმოსფერო სუფევდა. ამხელა არენაზე მხოლოდ 200 ადამიანი იყო. თუმცა, ყველა მათგანი მეგობრული იყო. მათ უმრავლესობას "ლოკომოტივის" ფეხბურთელების ნათესავები და მეგობრები წარმოადგენდნენ. ბილეთის ფული არავის ჰქონდა გადახდილი. "დილამ" ჩათვალა, რომ ბილეთების დაბეჭდვა მათი გაყიდვიდან შემოსულ თანხაზე ძვირი დაჯდებოდა.

საქართველო ძალიან საინტერესო ადგილია. ბევრ ადამიანს ველაპარაკე და მათ თავიანთი ფეხბურთის შესახებ მომიყვნენ. უშუალოდ მატჩითაც ძალიან ვისიამოვნე, რადგან თამაშის ასეთი სტილი მანამდე არ მენახა. ქართველი ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები, მაგრამ ძალიან არაათლეტურები არიან. ქართველები, როგორც წესი, ბურთს კარგად აკონტროლებენ, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა, შესვენებაზე, რამდენიმე ღერი სიგარეტი მოწიეს.

უნდა შევამოწმო, შეხვედრია თუ არა საქართველოს ნაკრები ისლანდიას. ვეჭვობ, ფიზიკური მომზადება დახვეწილობას აჯობებდა."

ასეთი დაინახა რიგითმა გარე თვალმა ქართული ფეხბურთი - ტექნიკური, მაგრამ სიგარეტის კვამლში გახვეული.
mumu -"ჰაი დედასა ვისი დასაცინები გავხდით??". დასაცინი ამ ტურისტს არაფერი უთქვავს. თქვა ის, რაც სინამდვილეშია.
dino
15:33 21-07-2017
0
ჰაი დედასა ვისი დასაცინები გავხდით?? ფეხბურთი რომ ჰქვია მართლა ფეხებით კიარ უნდა ითამაშო გულით უნდა ითამაშო გუუულიიით და არ უნდა იძახო რასაც მიხდიან იმას ვაკეთებოოო ეს არის მთელი უბედურება ჩემი აზრით.
mumu
09:53 19-07-2017
0
მასეთი მწვრთნელის პოვნა ადვილი არ იქნებოდა:)))
ძმა-ს
19:30 18-07-2017
0
რათ უნდათ რამდენიმე ღერი, ერთი ღერიც ყოფნით ამ წარაკუებს.
0
ოე მურთაზ, ფეხბურთელს რომ დაშლა დაჭირდება მარიხუან მოწვის ,კარგად ყოფილა სსქმე
ლევანი
16:59 18-07-2017
0
ფიზიკური მომზადება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია თანამედროვე სპორტში, ბოლო წუთებზე წააგებს ფიზიკურად მოუმზადებელი. მწვრთნელებს ალბათ არ ყოფნით ამ კომპონენტში ცოდნა. მაგალითად, ჩემზე მოგახსენებთ, ფიზიკურად სუსტი ვიყავი და არც ვიცოდი როგორ განვვითარებულიყავი, მწვრთნელმა ვერაფერი ვერ მომცა.
ძმა
16:57 18-07-2017
0
ქართველი ფეხბურთელი :D ვაი ვაი ვაი
cerber
11:51 18-07-2017
0
უკვე ვერც მარიხუანის მოწევას დაუშლი მარტო ფეხბურთელებს კი არა ვერც მძღოლებსა და ვერც ექიმებს
მურთაზი
11:07 18-07-2017
0
ხერხით ხომ სხლავთ...
kako
10:41 18-07-2017
0
ნეტა მარტო სიგარეტში იყოს საქმე
გულშემატკივარი
09:25 18-07-2017
0
შეესვიტ რა ამისტორიულად დაკნინებას წინაპრების.ღონის ნაკლებობა ისსტორიულად კიარა იმის ბარალია ნახევარი ეგენი მწეველების კიდე ნახევარი მოკაიფე მამიკოების გაკეტებულებიდა ზოგი ტავად ბარ რესტორნებსჰი ექსტაზბის და ატასი მავნებელი ქიმის გამსინჯველები არიან. ორგანიზმი ჯამრტელი არაა და ნაყოპს საიდან მოქცემს ჯამრტელს?
sandros
07:49 18-07-2017
0
სიგარეტი კი არ მოწიეს ერთი ტაიმის მოთამაშეები არიან... რაც ასწავლეს იმას აკეთებენ... ორ ტაიმს ვერ უძლებენ.
შოკირებული გულშემატკივარი
19:34 17-07-2017
0
სანდრო, ისტორიულად სისუსტე რომ მოგვდამდგეს, არც ამდენი ლეგენდარული ძალოსანი გვეყოლებოდა, არც ამდენი ლეგენდარული ძიუდოისტი და მოჭიდავე და არც მსოფლიოში ყველაზე მაგარი შერკინება რაგბიში :] ფეხბურთელები გვყავს უბრალოდ ეგეთი ფარჩაკები და ეგ არის...
ლადო
17:52 17-07-2017
0
მენტალიტეტი!!! აი ამას რა ვუყოთ! "მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა..." დროსტარებაც..! მოემზადე რამდენიც გინდა... შედეგი იქნება – ნოლი!
jiji
17:08 17-07-2017
0
ძალიანაც ღონიერები ვიყავით და ვართ. ღონე კი არ გვაკლდა რაოდენობა გვაკლდა, ბევრი ინდივიდუალურად სუსტი, საბოლოო ჯამში ცონა ღონიერს ჯობია და მაგიტომაც გვიწევდა ხერხების მოგონება.
Irakli apkhaidze
16:37 17-07-2017
0
ისტორიულად სისუსტე მოგვდგამს. ხერხი ჯობია ღონესა თუ კაცი მოიგონებსა, აქედან მოდის. ღონე გვაკლდა ყოველთვის.
sandro
16:25 17-07-2017
0
ოჰ ამას, რომ არ ეთქვა ჩვენ სულ ვერ ვამჩნევდით.
დათო
16:22 17-07-2017
0
ირონიაა , მსოფლიოს ყველაზე ღონიერი კაცი ქართველია- ლაშა ტალახაძე
კო
16:10 17-07-2017
1
zustad 19 wlianebshi ewevian sigaret da gamodian mere da tavs imartleben.. ise mainc mowion pichokebi ar datovonn.. misaxvedri mixvdeba
simartle utqviaa vici ro eweva zogzogierti axalgazdulshi
15:55 17-07-2017
0
ინგლისელის თქმა რად გინდათ თქვენ ვერ ხედავთ რომ ქართველი ფეხბურთელები და არა მარტო ფეხბურთელები ზოგადად საქართველოში მოღვაწე სპორტსმენები ფიზიკურად ძალიან სუსტები არიან?! აგერ 7კაცა რაგბის ნაკრები საფრანგეთის ტურნირზე ყველა თამაშს ვუყურე და ყველა თამაში წააგეს მეორე ტაიმში ძალა აღარ ყოფნიდათ,ვერ სუნთქავდნენ... ერთი ტაიმი რომ ეთამაშათ დარწმუნებული ვარ სამეულში მოხვდებოდნენ. ფიზიკური მომზადება რა გახდა საქართველოში რომ ვერცერთ სპორტის სახეობაში ვერ მოაგვარეს. ჩამოიყვანეთ უცხოეთიდან ფიზმომზადების ძლიერი სპეციალისტები და მოამზადეთ საკუთარი !!!
0
სიახლეები პოპულარული