კი არ უნდა ლანძღოთ, ძეგლი უნდა დაუდგათ!.. ფანები გია ცეცაძის დარჩენას ითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
დათო-სიმართლეს. არ ვაპირებ შენისთანბთან პოლიმიკას მითუმეტეს, რომ უკვე სწორად მიგითითეს ვერსიებს უფრო აფქვევო ვიდრე ჭეშმარიტებასო. მაგრამ ერთი კი უნდა გითხრა: შენ რა უტყუარი ფაქტები მოგყავს ერთი ჩვენს ფეხბურთში გამეფებულ კორუფციაზე? კობიაშვილი არც ჩემი ბიძაშვილია და არც შენ არ მენაღვლები რამეში! მაგრამ კობი ორივეგან აირჩიეს ეტყობა შენ დემოკრატია შენებურად გესმის. გეტყობა რომ პოლიტიკა მაგრად გეწვის, არაფერი არ გამოგივიდა მაგ შენს პოლიტიკაში და ეხლა სპორტის პროფესორობა გადაგიწყვიტია. ხოდა კიდე ერთიც, ნუ გადადიხარ ყველას შეურაწყოფაზე მე უბრალო გილშემატკივარი ვარ, ზოგიერთებივით პოლიტიკიდან სხვის ბიუჯეტში და ჯიბეში ყურებით პირზე დუჟ მომდგარი ჭია კი არა!
gulshematkivari 007
15:49 15-07-2017
0
Gulshematkivar 007 ის გასაგონად თქვენ ან აქ არ ცხოვრობთ ან ამ ბიუჯეტის ფულებით სარგებელს ნახულობთ . სპორტს და პოლიტიკას ნუ ურევო მე მეუბნებით და ეგ თქვენი ნაქები კობიაშვილი არ ურევს ? ? , ნეტავ ვინ არის ერთდროულად ფედერაციის პრეზიდენტი,პარლამენტარი და უმრავლესობის წევრი მე თუ კობიაშვილი ??? თუ მეშლება რამე ??? როცა რამეს დაწერ ფაქტები და სიმართლე უნდა გიმაგრებდეს ზურგს სიმართლეეეე ....
Gulshematkivar 007-is
11:34 15-07-2017
0

სიახლეები პოპულარული