აზერბაიჯანელ ოპერატორებს გია ცეცაძე სხვაში შეეშალათ

AutoSharing Option
"ყარაბაღისა" და "სამტრედიას" შორის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის დროს ოპერატორებს შეცდომა მოუვიდათ.

აზერბაიჯანელ ოპერატორებს რაკურსში "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის ჩვენება სურდათ, მაგრამ შეცდომით სამწვრთნელო შტაბის სხვა წევრი აჩვენეს და ტიტრებში გია ცეცაძის სახელი დაწერეს.

ამ დროისთვის "სამტრედია" "ყარაბაღთან" 0:1 მარცხდება.