ნულთან მიახლოებული - ქართული კლუბების სამარცხვინო გამოსვლის შედეგი

AutoSharing Option
2013/14 წლების სეზონში ქართულმა კლუბებმა უეფას კოეფიციენტთა ცხრილში ქვეყანას 1,875 ქულა შემატეს. შემდეგ სეზონში იყო - 1,250 ქულა; 2015/16 წლების სეზონში ტრადიციულ სუსტ გამოსვლასთან შედარებითაც ჩავარდნა გვქონდა - 0,625, მაგრამ მომდევნო სეზონი უკეთესი იყო - 1,125 ქულა.

2017/18 წლების ევროთასების სეზონი ჩვენთვის ჯერ არ დასრულებულა - ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ჩაერთოს ქვეყნის ჩემპიონი "სამტრედია", რომელსაც ძლიერი მეტოქე, აზერბაიჯანული "ყარაბაღი" ელის, რომელიც დაპირისპირების ფავორიტია.

4-დან 3-მა კლუბმა კი ქართულ ყულაბას მხოლოდ 0,125 ქულა შემატა. აი, ასე - სამმა კლუბმა 6 თამაშში ნულთან
მიახლოებული შედეგი დააფიქსირა და ამ 0,125 ქულასაც ვეტერან დიმიტრი ტატანაშვილს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც სტუმრად "ჩიხურას" არ წააგებინა ავსტრიულ "ალტახთან".

6 თამაში - მხოლოდ 1 ფრე და 5 წაგება, ბურთების კატასტროფული სხვაობით - 2:15. ასეთია ქართული კლუბების სამარცხვინო გამოსვლის შედეგი.

ვერც სფფ-ის ახალ ბოსთა ნოვაციამ გაამართლა - საქართველო ჩემპიონატის გამართვის იმ სისტემაზე გადავიდა, რომელზეც ძირითადად ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანისპირა ქვეყნები თამაშობენ, მაგრამ ამით ევროთასებს უკეთ მომზადებულნი ვერ შევხვდით.

ახლა საქართველო უეფას მიმდინარე კოეფიციენტთა ცხრილში 5 ქულით 43-ე ადგილზეა, ეს კი 3 ადგილით უარესია, ვიდრე ივნისის მონაცემი. 55 ქვეყანაში მხოლოდ 12 ქვეყანას ვუსწრებთ. არ გვინდა ცუდზე ვიფიქროთ, მაგრამ ახლო პერსპექტივაში კიდევ 2-3 ადგილით დაქვეითება იკვეთება...

მიმდინარე ცხრილში გადაგვისწრეს მაკედონიამ, ესტონეთმა და ლატვიამ. საქართველოს ეროვნული ლიგა უკვე ამ ქვეყნების ჩემპიონატებზე სუსტად ითვლება.

იმ ქვეყნებს შორის კი, რომელთა გუნდებიც ევროთასებზე უკვე ჩაებნენ, ჩვენზე უარესი შედეგი მხოლოდ უეფას ახალთახალ წევრ კოსოვოს აქვს - ნული ქულა.

XXI საუკუნეში ჩვენთვის გამორჩეული იყო 2004/05 და 2011/12 წლების სეზონები, როცა ქართულმა კლუბებმა 2,666 და 2,87 ქულა მიითვალეს (შესაბამისად), რაც დიდწილად, ორივე შემთხვევაში თბილისის "დინამოს" დამსახურებაა.

ქართული კლუბები XXI საუკუნეში
(კოეფიციენტი სეზონში)
  • 2000/01 0,5
  • 2001/02 1,33
  • 2002/03 1,33
  • 2003/04 0,33
  • 2004/05 2,66
  • 2005/06 0,66
  • 2006/07 1,16
  • 2007/08 1,00
  • 2008/09 1,16
  • 2009/10 1,75
  • 2010/11 1,87
  • 2011/12 2,87
  • 2012/13 1,50
  • 2013/14 1,87
  • 2014/15 1,25
  • 2015/16 0,62
  • 2016/17 1,12
  • 2017/18 0,12*
* ჯერ არ დასრულებულა
მკითხველის კომენტარები / 18 /
ლუკა,გორგოძის ხელფასი წელიწადში 300000 ევრო უნდაიყოს,ზირაქაშვილის 400000 ევრო.ყველაზე მეტს ქართველებიდან ესენი იღებენ,თან საფრანგეთსი ყველაზე დიდი გადასახადია ევროპაში.სხვათა შორის ქართველი მორაგბეები ღონივრები არიან და შერკინებაში ანგრევენ ყველას,თორემ თუ უყურებთ მათ თამაშს,ფიზიკური მომზადებით,ისინიც ჩამორჩებიან ბობოლა გუნდებს და ვერ უძლებენ მაღალ ტემპში თამაშს.ხელით თამაში და ეგ არის სწორედ ჩვენი რაგბის ნაკრების მთავარი სისუსტე.ლუკა,ამპოსტის მხოლოდ პირველი წინადადება გეხება შენ,დანარჩენი ჩემზე კარგად იცი და ეს უკვე შენი ოპონენტებისათვის დავწერე.რაც შეეხება ეგზოტიკას,20 წლის წინ ჩვენ წარუმატებლად ვცდილობდით რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას,ახლა კი უკვე ელიტას ვუკაკუნებთ კარის გაღების მოთხოვნით.პროგრესია, არა?
სოსო
00:07 09-07-2017
0
sircxvilia es samtredia zeg tamahi ak arc hemaDGENLOBa vicit arc rame siaxle ra xdeba am gundis irgvliv xo apireben saertod hasvlas bakohi gagvagebiot ikneba
sircxvilia
13:33 08-07-2017
0

სიახლეები პოპულარული