ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
და რომელ გუნდშია კობიაშვილის საახლობლო დასაქმებული ეგეც დაწერეთ რა ამის მთქმელმა მეც მაინტერესებს ძალიან და კიდე ფედერაციამ თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ნაკრებზე და მის შედეგზე რა თქმაუნდა არა უცებდა ეხლავე მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ.ხოლო კლუბებმა და მათმა მრევლმა პასუხი უნდა აგონ ფულის უპრაგონო და არამიზნობრივ ხარჯვაზე რათქმაუნდა უცებ ყველაფერი არ გამოსწორდება.მეკი ჩემ აზრზე ვრჩები წელიწადში ორმოცდაათი მილიონი ფეხბურთისთვის არაფელია არც თამაშობენ და უბრალოდ ფულს ფლანგავენ კლუბები ასე რო ფული არუნდა მიცეს სახელმწიფომ კლუბებს ირჩინონ თავისთავი და გახდენ კერძო კლუბები მერე უფრო დააფასებენ თითოეულ თეთრს.დასქმების სამინისტროდ არუნდა იყოს გადაქცეული ფეხბურთის ფედერაცია.ვინც კობიაშვილს აკრიტიკებს დარწმუნებულივარ რო დააჯინო ფედერაციაში ყველა იმ მილიონებისდიდ ნაწილს გაფლანგავს.დღეს ვერცერთი კლუბი ვერიტყვის რო ფედერაციიდან კუთვნილი თანხა არ მიუღია.უნბრალოდ არაეფექტურად და არაპროფესიონალურად უდგებიან თავიანთ საქმეს.ყველა ადრინდელი ფედერაცია ჭამდა მაყუთს მეტნაკლებათ ერთმა ოცდასამილიონი ითოხლავა მეორემ თორმეტი მარა აქკი მნიშვნელობა ამას.
quTaiseli
13:11 01-07-2017
0
ერთ რომელიმე კლუბს რომ წაეგო შეგიძლია უთხრა რომ შერცხვეს, მაგრამ ყველა რომ უშანსოდ აგებს უკვე ფედეერაციამ უნდა ჩაღუნოს თავი, გქონდეთ იმდენი შეგნება და კაცობა რომ სხვებისკენ არ იშვიროთ თითები და თქვენი წილი პასუხისმგებლობაც აიღოთ, ბოლოს და ბოლოს შეყარეთ საახლობლო და საძმაკაცო ყველგან და იმის ბრალია ამდენი წარუმატებლობა
ზურა
12:36 01-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული