საჩხერის "ჩიხურა" "დინამო არენაზე" "ალტახთან" დამარცხდა

AutoSharing Option
29 ივნისს "დინამო არენაზე" საჩხერის "ჩიხურასა" და ავსტრიის "ალტახს" შორის ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა.

შეხვედრა "ჩიხურას" მარცხით ანგარიშIთ 0:1 დასრულდა.

სტუმრებმა პირველივე შეტევა გოლად აქციეს. აღსანიშნავია, რომ "ჩიხურას" დაცვა ჩავარდა, რის შემდეგაც უკვე მე-4 წუთზე ანგარიში ლუის მეიჰოპმა გახსნა.

გოლის შემდეგ მასპინძლებმა გარკვეული პერიოდი ინიციატივა ხელთ იგდეს, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს. "ალტახი" კი კონტრშეტევებზე აქტიურობდა. ხოლო ტაიმის მიწურულს ავსტრიელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

პირველი ტაიმი "ალტახის" გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი "ჩიხურამ" აქტიურად დაიწყო, თუმცა
რეალური მომენტი მეტოქეს კართან არ ჰქონია. მეორე ტაიმში "ჩიხურამ" ღირებული ვერაფერი შექმნა და საბოლოოდ ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი დაპირისპირება 6 ივლისს ავსტრიაში ჩატარდება.

საჩხერის "ჩიხურა": დინო ჰამზიჩი, გიორგი კორიფაძე, შოთა კაშია, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, ზაზა ჭელიძე, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი განუგრავა, მიშიკო სარდალიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი.

ფოტო: "ჩიხურას" ფეისბუქ გვერდი