გია ცეცაძე: ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა - "ყარაბაღზე" ძლიერებიც იყვნენ!

AutoSharing Option
დღეს, 19 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო I და II ეტაპების წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებულ "სამტრედიას" მეტოქედ აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" ერგო.

- "სამტრედიის" პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

Sportall.ge "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა.

"ვერ ვიტყვი, რომ არ გაგვიმართლა. შესაძლო მეტოქეებში "ყარაბაღზე" ბევრად ძლიერი კლუბებიც იყვნენ და შესაძლებელი იყო, თამაში მათთან გვქონოდა.

ტრანსფერებთან დაკავშირებით ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ ვმუშაობთ გუნდის გაძლიერებაზე", - გვითხრა ცეცაძემ.

მატჩები 11-12 ივლისსა და 18-19 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 16 /
გუნდი კიდევ უფრო არ დაასუსტოთ და გაძლიერებას ვინ სჩივა კაცო :)
აიყვანეთ იჯარით სხვა კლუბებიდან ფორვარდები და შემტევი ნახევარმცველები, დინამო, საბურთალო,. ლოკომოტივი,ამათ შეუძლიათ დახმარება
და არ დაიწყო გია შარშანდელივით გაბალასთან მატჩივით თამაშის წინ სქემის შეცვლა , ბიჭების დაბნევა და კუთხურების ჩაწოდების მაგივრად გათამაშება სოფლის კლუბივით.

შარვლებიდან რომ ამოხტეთ აზერბაიჯანიდან მინიმუმ გოლიანი ფრეა ჩამოსატანი.
Jango
15:36 19-06-2017
0
შესაძლო ვარიანტებიდან სამტრედიას გაუმართლა დანარჩენს შეიძლებოდა უფრო სუსტი მეტოქე რგებოდა.უფრო მგონია რომ ტორპედოს აქვს ყველაზე კარგი შანსი, რადგან ყველაზე სუსტი მეტოქე ერგო და თვითონაც დანარჩენ ქართულ გუნდებს სჯობია.
kaxa
15:37 19-06-2017
0

სიახლეები პოპულარული