შოთა არველაძემ ლუიშ ფიგუს მიწვევით ALL STAR-ში ითამაშა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ივნისს, სოფიის ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნულმა სტადიონმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა. ტრიბუნებზე შეკრებილმა 40 ათასამდე მაყურებელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანებისა და "ყველა ვარსკვლავის" შეხვედრა იხილა.

მატჩი დიმიტარ ბერბატოვისა და ლუიშ ფიგუს საქველმოქმედო ფონდების ორგანიზებით გაიმართა: პირველი "მანჩესტერში" თამაშობდა და ამ გუნდის ყოფილი სახეები და ბულგარელი მეგობრები შეკრიბა - ედვინ ვან დერ სარი, დევიდ ჯეიმსი, რაიან გიგზი, გარი ნევილი, ნემანია ვიდიჩი, რიო ფერდინანდი, პატრის ევრა, რობი კინი, კრასიმირ ბალაკოვი, სტილიან და მარტინ პეტროვები... გუნდის მწვრთნელად კი მარტინ იოლი მიიწვია, რომელიც ბერბატოვის დამრიგებელი
იყო "ფულჰემში".

ვარსკვლავები პორტუგალიელმაც შეკრიბა, მათ შორის - საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე. ფიგუს "ოლ სტარში" მოხვდნენ ასევე ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი, რობერტო კარლოსი, პრედრაგ მიატოვიჩი, იარი ლიტმანენი, გაისკა მენდიეტა, რობერ პირესი, დეკუ, დავიდ ტრეზეგე, დუაიტ იორკი, მიჩელ სალგადო, ნუნუ გომეში, ივან კორდობა, კრისტიან კარამბე, ხოლო მწვრთნელი - ავრაამ გრანტი, რომელიც ორიოდე თვის წინ საქართველოში... გორის "დილას" საქომაგოდ ჩამობრძანდა.

საქველმოქმედო მატჩი კი სახალისო გამოდგა და როგორც ასეთ თამაშებს სჩვევია, მსუყე (3:3) ფრით დასრულდა. ფიგუს გუნდში დუბლი დავიდ ტრეზეგემ მიითვალა, ერთი გოლი კი სიმაო სამბროსამ გაიტანა. ბერბატოვის "ვარსკვლავებში" დუბლით რობი კინი გამოირჩა, ხოლო ფიგუს გუნდის კარში ერთიც კარლოს მარჩენას ავტოგოლით გავიდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
Lives- bicho matorshi zeti sheicvale !!! Xo xedqv gadaxurdi ukve. Sastavs naxe da magattan ro arveladze gaichiteba ese igi girsia sheigne da vafshe shotis golebi naxe iutubze da mere ibgavle aq.shen etyoba kalazis brati xar an kobiashvilis
Mkitxveli
09:59 16-06-2017
0
შოთა არველაძე ჩაუყენეთ საქართველოს ნაკრებს სათავეში,თუ მანდამაინც 70 წლის უნდა გახდეს! ვაისმა რომ მიაღწია იმას მაინც ვერ მიაღწევს!
მართალი
19:26 15-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული