ეროვნული ლიგა FIFPlay-ს გამოკითხვაში - რომელი ჩემპიონატი დაემატოს FIFA 18-ს?

AutoSharing Option
კომპიუტერული თამაშის, FIFA-ს მოყვარულებმა, შესაძლოა, 2018 წელს მათ საყვარელ თამაშში ქართული კლუბებიც იხილონ.

FIFA-ში დღემდე არც საქართველოს ნაკრები ყოფილა და არც რომელიმე ქართული ლიგა. ახლა კი FIFPlay გულშემატკივართა შორის გამოკითხვას ატარებს, თუ რომელი ჩემპიონატის დამატება სურთ მათ ამ თამაშში. გამოკითხვაში სულ 96 ჩემპიონატი იღებს მონაწილეობას, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს ეროვნული ლიგაცაა (Georgian League).

ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, ამისათვის კი ამ ლინკზე გადასვლაა საჭირო.

ამჟამად, საქართველოს ეროვნულ ლიგას 3 128-მა გულშემატკივარმა მისცა ხმა, რაც ხმების 1%-საც კი არ შეადგენს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული