SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!

AutoSharing Option
სტადიონის მნგრეველთა სიას, რაც უნდა საოცარი იყოს, კომპანია "ბამბის ნართიც" შეუერთდა, რომელიც, სახელიდან გამომდინარე, საქართველოში ბამბის წარმოებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ...

ჩაიგდეს ხელში უძველესი საფეიქრო კომბინატი და რა დროს ბამბის წარმოებააო... კორპუსების მშენებლობა გადაწყვიტეს, თან ზედ იმ სტადიონზე, რომელზეც საშა ჩივაძე, ვოვა გუცაევი, ძმები მაჩაიძეები და გელა კეტაშვილი გაიზარდნენ!!!

კბილებით უჭირავთ სტადიონი საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ჟანი (ბაბუ) ლეჟავასა და დათო სხიერელს, რომელიც გინესების რეკორდების წიგნშია შესატანი - ბავშვები რომ ქუჩას მოაცდინოს, საკუთარ სახლში გახსნა გასახდელი და უსასყიდლოდ ემსახურება სტადიონს...

Sportall.Ge
ფოტოზე:
დათო სხიერელი და ჟანი ლეჟავა


ვის არ მისწერა მწვრთნელთა დუეტმა, მაგრამ... "ბამბის ნართს" კორპუსების პროექტი უკვე შეტანილი აქვს, სადაც საჭიროა და ახლა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურზეა დამოკიდებული, 26 აპრილს მისცემს თუ არა სტადიონზე კორპუსების აშენების უფლებას.

არადა, სტადიონის ქვეშ თავდაცვის სამინისტროს ბეტონის თავშესაფარია განთავსებული, მაგრამ "ბამბის ნართს" აინტერესებს ბამბა, ქართული ფეხბურთი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა?

მამუკა კვარაცხელია
სფფ-ის სტადიონების განყოფილების უფროსი, უეფას მედიაოფიცერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Kvaracxelia shenc magari vinme yopilxar
Irakli 88
16:49 21-04-2017
0

სიახლეები პოპულარული