უეფა დამატებით მილიონ ევროს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაც გამოუყოფს

AutoSharing Option
ალეკსანდრ ჩეფერინი პატარა სლოვენიიდანაა და მისი გამოსვლები ხშირად სწორედ ჩვენნაირი ქვეყნების ინტერესების დაცვას ემსახურება. რეალურად, ახლა მიმდინარე ბრძოლის შინაარსი ასეთია - მდიდრებს ღარიბებთან თამაში არ სურთ და იგონებენ პროექტებს, რომლის ლამაზი შეფუთვის მიღმაც ღარიბი ქვეყნების დიდი საფეხბურთო სცენიდან განდევნის გეგმა იმალება. მათ სხვების არც ნახვა სურთ და არც შემოსავლების გადანაწილება...

5 აპრილს, ჰელსინკიში, უეფას 41-ე კონგრესი დაიწყო და ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამომავლო პროექტებზე ახალი განცხადებები გააკეთა. ჩეფერინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ტოპ-კლუბების მიერ ინიცირებული ევროპის სუპერლიგის იდეა.

ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენა
გვქონდეს, რა ტენდენციებია ევროპულ ფეხბურთში და საით მიდის ბებერი კონტინენტი, რადგან ადრე თუ გვიან ეს ჩვენ უშუალოდ შეგვეხება.

"ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბება შეუძლებელია. ყველა ევროპულ კლუბს უნდა ესმოდეს, რომ პარტნიორები არიან და სხვებს პატივი სცენ. დახურული ევროპული ლიგა ჩვენს ფასეულობებსა და იდეალებს არ პასუხობს.

ყველაფერს ფული არ წყვეტს. ჩვენი ვალდებულებაც არის, დავიცვათ ფასეულობები და ვებრძოლოთ ცინიკოსებს, ყალბი იდეების მატარებლებსა და ყალბ მორალისტებს.

უეფა ყველა იმ ბოროტებას ეომება, რომელიც სპორტს ემუქრება - ძალადობას, დოპინგს, კორუფციას, გარიგებულ მატჩებსა და დისკრიმინაციის სხვადასხვა გამოვლინებას", - თქვა ჩეფერინმა.

მან, ზოგადად, ფეხბურთის მომავალზეც ილაპარაკა, რადგან მიიჩნევს, რომ გარიგებულმა თამაშებმა, კორუფციამ და ლობიზმმა მის სახელზე უარყოფითად იმოქმედა და ნდობა დაუკარგა:

"პირველი ნაბიჯები თავად უეფას მმართველობასა და ჩვენს წესდებას შეეხება, რათა ყველაფერი გარკვეული და გამჭირვალე იყოს, მათ შორის - მნიშვნელოვანი ტურნირის მასპინძელი ქვეყნებისა და ქალაქების გამოვლენა. ფეხბურთის გულშემატკივარი ამ დეტალებისგან შორს დგას. მაგრამ ეს იმიჯის აღსადგენად და ლეგიტიმურობის გასაძლიერებლად გვჭირდება".

დაბოლოს: უეფას პრეზიდენტის თქმით, ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ყველა ეროვნულ ფედერაციას განვითარებისთვის დამატებით მილიონ ევროს გამოუყოფენ. საქმე ისაა, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ფინანსურად წარმატებული გამოდგა, უეფას საკლუბო ტურნირებიც მომგებიანია და შემოსავლების გაზრდის გამო სოლიდარობის ფონდშიც მეტი თანხა ირიცხება.

ჩეფერინის თქმით, ფედერაციები მომავალშიც მიიღებენ გაზრდილ დაფინანსებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ქობულეთში 1 საფარი მაინც გამოცვალეთ 3 გუნდი თამაშობს იქ, სირცხვილია დანარჩენი მოტეხეთ ბაზარი არაა! ნუ გაღორდებით მთლად!
დინამო
16:32 06-04-2017
0
სამწუხაროდ არც უეფა და არც ფიფა
რეფორმებისთვის მზად არ არიან და
კლუბებს ვერანაირ სიახლეს ვერ
სთავაზობენ.ძლიერი კლუბები
თავს თვითონ შველიან, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ.
2 წლის უკან, სიახლეების 10 პუნქტი
ანი მინიმალური ცვლილებების პაკეტი
შევთავაზე როგორც წესების ასევე
ყოველ წელს ევროპის და
იმავე წელს მსოფლიო ჩემპიონატით,
განსხვავებული ჩემპიონთა ლიგით.
არც ფიფამ, არც უეფამ და არც
ჩვენმა gff-მ 2-ჯერ პასუხის გაცემაც
კი არ იკადრეს. "ჩვენ გადავწყვიტეთ
პასუხი არ გაგცეთო". ასეთებზე თქვა
შოთამ "ყვავი თუ ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია"-ოოო.


ვეტერანი
15:54 06-04-2017
0

სიახლეები პოპულარული