თბილისის "დინამოს" "ხიმნასტიკისგან" 380 000 ევრო ეკუთვნის!

AutoSharing Option
რა შეხსენება გჭირდებათ, რომ გასული წლის ივლისში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე თბილისის "დინამოდან" ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ხიმნასტიკში" გადაბარგდა. ის დღესაც ამ კატალონიური კლუბის საკუთრებაა, ოღონდ იჯარით დანიის სუპერლიგის კლუბ "ესბიერგში" თამაშობს.

როგორც "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ გვითხრა, თბილისურ გრანდს "ხიმნასტიკისგან" საკმაოდ სოლიდური თანხა, 380 ათასი ევრო ეკუთვნის, რაც ტარაგონელებს ჯერ არ გადაუხდიათ.

ამ საქმეში ფიფაა ჩართული და, წესით, თბილისური კლუბის სამართლიანი პრეტენზია მალე უნდა დაკმაყოფილდეს.

"როცა ოთარ კაკაბაძემ თბილისის "დინამო" დატოვა, მას კლუბთან კონტრაქტი
უკვე დასრულებული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ფიფასა და უეფას რეგულაციების მიხედვით, ჩვენ, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, "ხიმნასტიკისგან" 380 ათასი ევრო გვეკუთვნის.

აქ გათვალისწინებულია ის, რომ 23 წლამდე ფეხბურთელი აღიზარდა "დინამოში", ითამაშა მატჩების გარკვეული რაოდენობა...

მოკლედ, ამ თანხას ჩვენ კი არ ვადგენთ, არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ამ თანხის ოდენობა დგინდება. ამასთან, არის კონკრეტული ვადებიც, რომელშიც ესპანურმა კლუბმა ეს თანხა უნდა გადაიხადოს", - გვითხრა სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს იმის ბრალია, გუნდში თავის ადგლს რომ არ შეეფერება და არაკომპეტენტური ხალხი რომ მუშაობს.როდის კაკაბაძე გადავიდა,ნახევარი ევროპა მოიარა
კახა ქირია
20:21 07-03-2017
0
მე იმაზე ვკაიფობ მერე რომ გაახსენდათ... 380K რა ფულია
პაპა
18:54 07-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული