"ემპოლიმ" იტალიაში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი მიიწვია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი დემეტრე ბულისკირია "ემპოლის" მიწვევით იტალიაში გაემგზავრება და 10 დღე სერია A-ს გუნდში ივარჯიშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლიბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დემეტრე ბულისკირია თბილისის "დინამოში" 2013 წლიდან ირიცხება. 17 წლის ბულისკირია პოზიციით მეკარეა.

გარდა ამისა "დინამოს" შეურთდა 35 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ლაშა სალუქვაძე.

ამასთან ერთად დავით ვოლკოვს, რომელიც ტრავმირებული იყო, "დინამომ" შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწია, კერძოდ თავდამსხმელს ოპერაცია მუხლზე ჩაუტარდა. იგი რამდენიმე ხანი ვერ ივარჯიშებს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა კონტრაქტი და ვოლკოვი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობა.

აქვე
გეტყვით, რომ თბილისის "დინამო" ზამთრის მეორე შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ბელეკში გაემგზავრა.

თბილისელები სასტუმრო Riu Kaya Belek- ში დაბინავდნენ. გუნდმა 11 თებერვალს საღამოს მსუბუქად ივარჯიშა, 14 თებერვალს კი მეორე შეკრების პირველ ტესტ-მატჩს უკრაინულ "ვოლინთან" გამართავს.

თბილისელებს ადგილზე დახვდა უკრაინელი კიპერი სერგი ლიტოვჩენკო.

გუნდი ბელეკში შემდეგი შემადგენლობით ჩავიდა: გიორგი ბეგაშვილი, გიორგი გველესიანი, ლაშა თოთაძე, საბა თავაძე, გიორგი ზარია, ბაქარ ქარდავა, გია ჩადუნელი, დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა ნინუა, გიორგი თევზაძე, ბექა მიქელთაძე, ოთარ კვერნაძე, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, საბა ლობჟანიძე, ბაჩანა არაბული და ლაშა სალუქვაძე.

დედაქალაქელებმა შეკრებაზე აკადემიიდან ახალგაზრდა კიპერი გიორგი მამარდაშვილიც იახლეს.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიმიტრი, დალიან ნიცჰიერი მეკარეა.ცარმატებას უსურვებ...
zaza
18:21 12-02-2017
0

სიახლეები პოპულარული