თბილისი ევროპალიგის 2019 წლის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
თბილისი რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის - ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს. საუბარია ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონზე, რომლის ფინალიც 2019 წლის მაისში უნდა გაიმართოს.

საქართველოს დედაქალაქის გარდა, ფინალური შეხვედრის ჩატარებისთვის კიდევ 6 კანდიდატი იბრძოლებს: ბაქო, გლაზგო, სტამბოლი, სევილია, ფრანკფურტი და შტუტგარტი.

2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის კი ორი ქალაქი: ბაქო და მადრიდი იბრძოლებენ.

თუ სად გაიმართება მატჩები, გადაწყვეტილებას უეფას აღმასკომი წელს სექტემბერში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, "დინამო არენაზე" 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის.