თბილისი ევროპალიგის 2019 წლის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
თბილისი რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის - ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს. საუბარია ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონზე, რომლის ფინალიც 2019 წლის მაისში უნდა გაიმართოს.

საქართველოს დედაქალაქის გარდა, ფინალური შეხვედრის ჩატარებისთვის კიდევ 6 კანდიდატი იბრძოლებს: ბაქო, გლაზგო, სტამბოლი, სევილია, ფრანკფურტი და შტუტგარტი.

2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის კი ორი ქალაქი: ბაქო და მადრიდი იბრძოლებენ.

თუ სად გაიმართება მატჩები, გადაწყვეტილებას უეფას აღმასკომი წელს სექტემბერში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, "დინამო არენაზე" 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართა "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მშვენიერი შანსია მაგრამ რად გინდა,არა მგონია დავიწყებოდათ უეფაში ის სამარცხვინო ფაქტი რომელსაც 2015 წლის სუპერთასის ფინალამდე ჰქონდა ადგილი,ფედერაციამ უელემენტარულესი ბილეთების გაყიდვას ვერ მოაბა თავი. მერე ისეთი სისულელეებით იმართლა თავი ზოგმა ფედერაციის მაღალჩინოსანმა რომ არ გვეგონა თუ ამხელა მოთხოვნა იქნებოდა ბილეთებზეო(!)როცა შენისთანა პატარა ქვეყანას გეძლევა ამხელა სპორტული ღონისძიების მასპინძლობის შანსი,მაქსიმუმი უნდა გააკეთო რომ მაღალ დონეზე წარმოაჩინო თავი რომ სხვა დროსაც მოგცენ მსგაცსი შანსი.თუმცა ამ ყველაფრის უკანაც იდგა "ის ხალხი" ვინც კაი გვარიანი მაყუთი გააკეთა....
roi-1983
19:35 03-02-2017
0
ვინმე ციგნების ბანდა ნახოს ფედერაციამ და მივანდოთ ბილეთების რეალიზაცია უკეთესად მოაბავენ თავს
emigranti
17:57 03-02-2017
0

სიახლეები პოპულარული