შესაძლოა, არც შემცირდეს... რას უპირებს სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ფონდს?

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რამდენიმე დონორი ჰყავს - ფიფა, უეფა და სპონსორები. ბუნებრივია, განზე ვერც სახელმწიფო დარჩებოდა და ქვეყნის ბიუჯეტიდან სფფ ბოლო წლებში 7 მილიონი ლარით ფინანსდებოდა.

წლეულს, სახელმწიფომ დაფინანსება ყველა სამინისტროსა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციას შეუმცირა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად შეეხო სფფ-ს, რადგან 7-მილიონიანი დაფინანსება მხოლოდ 300 ათასი ლარით შემცირდება.

ბუნებრივია, დავინტერესდით, ცვლილებები ფეხბურთის განვითარების ფონდსაც ხომ არ შეეხებოდა? ამ კითხვით "ლელომ" მის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძეს მიმართა, რომელმაც ეს გვითხრა:

"უახლოეს დღეებში ფეხბურთის განვითარების ფონდი გასული წლის მუშაობაზე საჯარო
ანგარიშს წარადგენს და სამომავლო გეგმებზეც იქ ვილაპარაკებთ.

საქმე ისაა, რომ პროგრამის დაფინანსების საკითხი ფინანსთა სამინისტროსთან თანხმდება, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება. შესაძლოა, პროგრამის დაფინანსება არც შემცირდეს და წინასწარ რა გითხრათ?

დანამდვილებით შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ სახელმწიფო ფეხბურთზე ზრუნავს და მისი განვითარების პროგრამა აუცილებლად იმუშავებს", - ამბობს დოლიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული