საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ტური ჩატარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აპრილს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური გაიმართა.

გათამაშების გახსნით მატჩს გორმა უმასპინძლა. "თენგიზ ბურჯანაძეზე" ერთმანეთს ხაშურის "ივერია" და თბილისის "35-ე სკოლა" დაუპირისპირდნენ. საინტერესო და უხვგოლიან შეხვედრაში ხაშურელებმა იმარჯვეს, 3-2. ანგარიში თბილისელებმა გახსნეს და პირველი ტაიმიც მათი გამარჯვებით, 2-1 დასრულდა, მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძლებმა მობილიზება შეძლეს და ტაბლოზე სასურველი ანგარიში დააფიქსირეს. მათი მხრიდან სამი გოლით ნინო ჭუჭულაშვილი გამოირჩა.

"ლანჩხუთმა" "ჰერეთს" უმასპინძლა და დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა მეტოქე. ლანჩხუთელთაგან თითო გოლით ჩხარტიშვილი, ალელიაშვილი და ჯიჯიეიშვილი გამოირჩნენ.

პირველი ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრას ქუთაისმა
უმასპინძლა. "ტორპედოს" ბაზაზე გამართულ მატჩში ადგილობრივი "მართვე" "აჭარას" დაუპირისპირდა. თამაში იმერელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 10-2 დასრულდა.

ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური 5 მაისს გაიმართება.

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
ივერია - 35-ე სკოლა 3:2
გოლები: 0-1 ეპიტაშვილი (7), 0-2 ზაქაიძე (16), 1-2 ჭუჭულაშვილი (44), 2-2 ჭუჭულაშვილი (48), 3-2 ჭუჭულაშვილი (77).
ივერია: გორგაძე, ნ. გელაშვილი, ს. გელაშვილი, გორგაძე, ტაბატაძე, გვილია, ხიმშიაშვილი (64’ ტოკაძე, 76’ მაზიაშვილი), გურაუნაშვილი (59’ კულუმბეკოვი), ჭუჭულაშვილი, ნასყიდაშვილი, ლომიძე.
მთ. მწვრთნელი: თემურ კობერიძე
35-ე სკოლა: ზაალიშვილი, სხირტლაძე, ხუბულური, თევდორაძე, ჯანიკაშვილი, კენჭოშვილი, დანელია (82’ ხარაიშვილი), ჯავოიანი (52’ დიმოპულო), ეპიტაშვილი, კულდონაშვილი, ზაქაიძე.
მთ. მწვრთნელი: გურამ კანდალია.
მსაჯები: ბ. გლუშჩუკი, ხ. მაისურაძე, ქ. გაიპარაშვილი.

ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე" სათადარიგო
ქსკ ლანჩხუთი - ჰერეთი 3-0
გოლები: 1-0 ჯიჯიეიშვილი (19), 2-0 ალელიაშვილი (43), 3-0 ჩხარტიშვილი (68).
ქსკ ლანჩხუთი: გაბუნია (72’ ურუშაძე), გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, ხუხუნაშვილი, ალელიაშვილი, ჯიჯიეშვილი (72’ წოწერია), თავდიშვილი, რომანჩუკი, კალანდაძე (76’ შურღაია), გოგეიშვილი (81’ მოისწრაფიშვილი), ნარსია.
მთ. მწვრთნელი: კახა ურუშაძე.
ჰერეთი: სამუშია, ნაკვეთაური, ბაქრაძე, გელაშვილი (46’ ბარბაქაძე), ქადაგიშვილი, ყორღანაშვილი, ხუნაშვილი, კევლიშვილი, სუხაშვილი, ბიგვავა, სხირტლაძე, ცქიფურიშვილი.
მთ. მწვრთნელი: სულხან სულხანიშვილი.
მსაჯები: კ. გიორგაძე, ვ. რუხაია, ბ. ჩიგოგიძე.

Sportall.Ge

ქუთაისი, "ტორპედოს ბაზა"
მართვე - ქსკ აჭარა 10-2
გოლები: 1-0 გურგენიძე (8), 2-0 გასვიანი (13), 3-0 სინატაშვილი (17), 4-0 შენგელია (20), 5-0 გორგაძე (28), 5-1 კახიძე (31), 5-2 სალუქვაძე (33), 6-2 გორგაძე (38), 7-2 გორგაძე (40), 8-2 შენგელია (42), 9-2 გასვიანი (62), 10-2 გასვიანი (69).
გაფრთხილება: 64’ რიჟამაძე (ქსკ აჭარა).
გაძევება: 23’ სინატაშვილი (მართვე), 59’ გაროჟანკილა (ქსკ აჭარა).
მართვე: სინატაშვილი, ღოთელიანი (60’ სტურუა), ჭაუტიძე, შახკულიანი, ჯინჯიხაძე, შენგელია (78’ ჯანელიძე), გორგაძე, გასვიანი, გურგინიძე (30’ ვაშაყმაძე), სინატაშვილი, ხვედელიძე (46’ ხაბურზანია).
მთ. მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი.
ქსკ აჭარა: გაროჟანკილა, ანთაძე, ბაჯელიძე, რიჟამაძე, დოლიძე, კახიძე (84’ ბუთხუძე), ლ. ანთაძე, დ. ანთაძე, შაქარიშვილი (24’ სალუქვაძე), აბაშიძე, გოგიძე (46’ ჯიბლაძე).
მთ. მწვრთნელი: ჯუმბერ ბერიძე.
მსაჯები: ი. ტელები, ა. თავაძე, ზ. გურგენაძე.

Sportall.Ge

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
უკვე ეს ყველაფერი მასხარაობა მგონია,კაცებში რა მდგომარეობა გვაქვს და ეხლა ამათი პრანჭიაობა გვაკლია,მინდორს რაგას აუბედურებენ მაგას ხო შენახვა უნდა წადი დათხოვდით ან კერვა ისწავლეთ ან შხვა რამე...
0
ესაა ნამდვილი ფეხბურთი-ჟინი, თავდადება, ბრძოლა, და არა ის ვინ ვის მისცა , დაუწვა, გაატარა, გაყიდა ....
ნამდვილი ფეხბურთი-ს
18:02 27-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული