ქართული ფეხბურთი

ქალთა ფეხბურთი

საქართველოს საფეხბურთო ქალთა ნაკრები ჩრდ.ირლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგი მატჩი გამართა.

გოგონებმა თბილისში, "მიხეილ მესხზე", ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და 0-3 დამარცხდნენ.

მეტოქის მხრიდან თავის გამოჩენა ნელსონმა და ბერგინმა (2) მოახერხეს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიამ შვეიცარიას უმასპინძლა და ჩვენს მსგავსად, 0-3, დამარცხდა. შემდეგ მატჩს თამაზ კოსტავას შეგირდები, 27 ოქტომბერს, სტუმრად შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავენ.

თბილისი, საქართველო, "მიხეილ მესხი"
საქართველო-ჩრდ. ირლანდია 0:3
გოლები : 3" ნელსონი ; 29", 56" ბერგინი
გაფრთხილება : 38" სუთიძე

საქართველო : ნადირაშვილი ; ზაქაიძე ;
სხირტლაძე ; სუთიძე ; პასიკაშვილი (კ) ; კოჩმაზაშვილი ; თოდაძე ; მახარაძე (76" კვალიაშვილი) ; ჭიჭინაძე ; ჩემინავა ; დანელია (59" დუმბაძე)

მთ. მწვრთნელი : თამაზ კოსტავა

ჩრდ. ირლანდია : ჰიგინსი ; კრეკლი ; რაფერტი (80" შერვუდი) ; ნელსონი ; სიმფსონი ; ქალაგანი ; მაგილი (81" ბრენანი) ; ფურნესი ; მაქინი ; ჰაინდმენი ; ბერგინი (62" მაქგინესი)

მთ. მწვრთნელი : ალფი ვაილი

მსაჯები : ბარბარა ფოქსჰოფერი ; სინდი სეფერინო დე ოლივეირა ; ბილიანა ისკინი (სამივე ავსტრია) ; ხათუნა მაისურაძე (საქართველო) (სათადარიგო)

სფფ-ის პრესსამსახური