აკაკი ხუბუტია რუმინულ "გაზ მეთანს" უბრუნდება

AutoSharing Option
რუმინული მედიის ინფორმაციით, 30 წლის ქართველი მცველი აკაკი ხუბუტია რუმინულ "გაზ მეთანს" 4,5-წლიანი განშორების მერე უბრუნდება.

ხუბუტიას ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, ის 2012 წელს წავიდა "გაზ მეთანიდან" და მას მერე ის "მორდოვიაში", "ფეთაჰ თიკვაში", "კერკირაში", "მიხალოვცესა" და თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა.

"აკაკის ჩვენს გუნდში დაბრუნება უნდა და ვნახოთ, უახლოეს დროში ყველაფერი გადაწყდება", - განაცხადა "გაზ მეთანის" თავკაცმა კრისტიან პუსტაიმ. "გაზე მეთანი" რუმინეთის ჩემპიონატში 37 ქულით მესამე ადგილზეა. ხუბუტია თავისუფალი აგენტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული