ოთარ კაკაბაძე კარიერას დანიის სუპერლიგაში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას დანიაში, კერძოდ "ესბიერგში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას დანიური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

საიტის ცნობით, 21 წლის მცველი, რომელიც "ხიმნასტიკში" ამ წლის ზაფხულს თბილისის "დინამოდან" გადავიდა, "ესბიერგში" იჯარის წესით 6 თვეს გაატარებს, რის შემდეგაც "ხიმნასტიკს" დაუბრუნდება.

"კაკაბაძე ძალიან კარგი მარჯვენა მცველია. ის ძალიან ტექნიკური და სწრაფი მცველია, ფლანგიდან შეტევებს კარგად ამწვავებს. ის ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც კი აქვს ნათამაშები.

კაკაბაძეს 5-6 წელია ვიცნობ, მის მშობლებსაც
ვესაუბრე, მაგრამ მისი აქ გადმოყვანა მაშინ გართულდა", - ციტირებს საიტი კლუბის სპორტულ დირექტორ ტედ ვან ლიუვენს.

"ესბიერგი" დანიის სუპერლიგაში ასპარეზობს და 19 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ოთო.მაგარი კაცი ხარ.
0

სიახლეები პოპულარული