გიორგი მაკარიძემ "ქართული ლეგიონი 2017" "პორტუს" დამარცხებით გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
2017 წლის პირველი მატჩი, რომელშიც ქართველი ლეგიონერი მონაწილეობდა, პორტუგალიაში გაიმართა - საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძის გუნდმა "მორეირენშემ" 1:0 მოუგო ქვეყნის გრანდს, "პორტუს" და ეს უკანასკნელი ლიგის თასიდან გააგდო, თავად კი ოთხთა ფინალში გავიდა.

ქართველი გოლკიპერი წლის ბოლოს დაუბრუნდა გუნდს მცირე ტრავმის შემდეგ და მან "პორტუსთან" თამაში შეძლო. მეტიც, maisfutebol.iol.pt-მა იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ჩვენებურმა თავი განსაკუთრებულად პირველ ტაიმში გამოიჩინა, როცა "პორტუს" უპირატესობა დიდი იყო. მაკარიძემ მე-18 და 28-ე წუთებზე ორი დიდებული "სეივი" შემოგვთავაზა.

- გიორგი მაკარიძის სეივები "პორტუსთან"
მატჩში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული