ynet.co.il: შოთა არველაძის მდგომარეობა "მაკაბიში" კვლავ გაურკვეველია

AutoSharing Option
შოთა არველაძის "მაკაბიმ" 2017 წელი მარცხით დაიწყო - თელ-ავივის გუნდი სტუმრად იერუსალიმის "ბეითართან" დამარცხდა - 0:1. არადა, მანამდე ლიდერმა "ბეერ შევამ" ქულები დაკარგა და "მაკაბის" სხვაობის შემცირების კარგი შანსი ჰქონდა, ახლა კი სხვაობა 8 ქულამდე გაიზარდა.

ამ მარცხის მერე ებრაულ მედიაში შოთა არველაძის სავარაუდო გადაყენების შესახებ ინფორმაციები ისევ განახლდა, რომელიც წლის ბოლოს მინავლდა.

ynet.co.il წერს, რომ "მაკაბიში" შოთა არველაძის მდგომარეობა გაურკვეველია. ერთ-ერთი ჟურნალისტი წერს, რომ თუკი "მაკაბი" მწვრთნელს არ მოხსნის, თასის შემდეგ ეტაპზე გასვლაც კი გაუჭირდება.

მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა შემდეგი
თქვა: "სატურნირო ცხრილში ვითარება სწრაფად იცვლება და ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. მთავარია, უფრო ინტენსიურად და სწრაფად ვითამაშოთ, კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე მოვახდინოთ. "მაკაბი" აუცილებლად უნდა იყოს ქვეყნის პირველი გუნდი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
შოთას ახალ წელს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ.
gizog
16:38 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული