vesti.kz: ალმათის "ქაირათს" გურამ კაშიას შეძენა სურს

AutoSharing Option
vesti.kz, ჰოლანდიურ წყაროებზე დაყრდნობით, აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ალმათის "ქაირათი" არნემის "ვიტესის" კაპიტნით, გურამ კაშიათი დაინტერესდა.

რამდენიმე წლის წინათ, "ქაირათმა" შესთავაზა წინადადება კაშიას, რომელზეც ქართველმა მცველმა უარი განაცხადა. იმ დროს "ქაირათის" თავკაცი ვლადიმირ ვაისი იყო, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრებს წვრთნის.

ახლა "ქაირათს" საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის და ყაზახური მედია იმედოვნებს, რომ ის კაშიას გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს.

ქართველით ასევე დაინტერესებულნი არიან დანიური "მიდტიულანდი" და ესპანური "ბეტისი", ასევე, თურქული "ტრაბზონი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ბეტისის" გარდა მაგარი სისულელე იქნება ნებისმიერ ამ გუნდებში გადასვლა. თუ ფული იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, ისევ ჯობია ჩინეთში წავიდეს, ჩიტი რომ ბდღვნად ღირდეს. აუგს ვერავინ იტყვის ასეც რომ ქნას.
.........
21:27 02-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული