მოსკოვის "სპარტაკის" მწვრთნელს ჯანო ანანიძესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

AutoSharing Option
ტელეარხ 360tv-ის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმო კარერამ ცნობილ აგენტ მარკო ტრაბუკისთან შეხვედრაზე, სხვასთან ერთად, ჯანო ანანიძესა და მოსკოვურ კლუბს შორის ახალი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობაც განიხილა.

ამავე წყაროს ცნობით, ცოტა ხნის წინ მოსკოვის "სპარტაკმა" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს მნიშვნელოვნად გაუზარდა ხელფასი.

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჯანომ "სპარტაკის" მაისურით 11 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წამო რა მანდედან.იქნებ სადმე ძირითადში მოხვდე და ნაკრენსაც გამოადგე!!!
Zaza
02:21 15-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული