ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ჯიქია: სფფ-ის პრეზიდენტმა დამირეკა...

AutoSharing Option
რუსული "ამკარის" მცველმა გიორგი ჯიქიამ "სპორტ ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთის ნაკრებზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- როგორი გრძნობაა, როცა ნაკრებში გიძახებენ?
- მშვენიერი. დადებითი ემოციები ასეთ დროს ჩვეულებრივი რამაა. თუმცა ახლა მთავარია, მოედანზე დავამტკიცო, რომ გამოძახებას ვიმსახურებდი.

- თუმცა საქართველოს ნაკრებშიც გიძახებენ...
- კი, ფედერაციის პრეზიდენტმა დამირეკა. ჩემი ხილვა საქართველოს ნაკრებში სურთ.

- რუსეთის სასარგებლოდ უკვე გააკეთე არჩევანი?
- ნაკრებში გამომიძახეს და რადგან ჩამოვედი, ე.ი...

- ე.ი. რუსეთის ნაკრებში გსურს თამაში?
- შესაძლოა, მსურდეს კიდეც, მაგრამ დიდი გზის
გავლა მომიწევს საამისოდ. ახლა შანსი მომეცა და უნდა გამოვიყენო.
ასევე დაგაინტერესებთ