"სევილიას" მეორე გუნდის მწვრთნელმა გამარჯვება გიორგი აბურჯანიას მიუძღვნა

AutoSharing Option
30 ოქტომბერს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა. "სევილია ბ"-მ "ელჩეს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ტრავმის გამო კვლავ არ შედგა გიორგი აბურჯანიას დებიუტი. მატჩის დასრულების შემდეგ "სევილია ბ"-ს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა გამარჯვება ტრავმირებულ ფეხბურთელებს მიუძღვნა.

"ამ გამარჯვებას ხუანხეს, კარლოს ფერნანდესსა და გიორგი აბურჯანის ვუძღვნი" , - ციტირებს მწვრთნელს diariodesevilla.es. გუნდის კაპიტან კარლოს ფერნანდესს რამდენიმე დღის წინ მუხლის ოპერაცია გაუკეთდა, ხუანხემ ტრავმა ოქტომბრის დასაწყისში მიიღო. რაც შეეხება აბურჯანიას, მან ტრავმა სექტემბერში ეროვნული ნაკრების შეკრებისას მიიღო.

"სევილია ბ" 20
ქულით სეგუნდა დივიზიონში მეორე ადგილზეა და ლიდერ "ლევანტეს" 7 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული