სანდრო კობახიძე: კიდევ ერთი წაგება სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის ბოლო ტურში სანდრო კობახიძის მიერ "ვორსკლა"-"ოლეკსანდრიის" მატჩის (2:2) მიწურულს გატანილმა გოლმა არამხოლოდ პოლტავის გუნდს მისცა ფანტასტიკური ქამბექის განხორციელების საშუალება. ის ღირსშესანიშნავი თავად საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვისაც აღმოჩნდა.

- ლეგიონის უქმეები: სუპერკაჭარავა - ქართველის პოკერი კვიპროსზე [VIDEO]

"ოლეკსანდრიის" კარში, 91-ე წუთზე, 11-მეტრიანიდან გატანილი ბურთი 28 წლის კობახიძისთვის სადებიუტოა "ვორსკლაში", კარიერაში კი უკვე მეხუთე უკრაინული გუნდის მაისურით გატანილი გოლია! აქამდე სანდროს გოლი უკრაინის პრემიერლიგაში "დნიპროს", კიევის "არსენალისა" და "ვოლინის" შემადგენლობაში ჰქონდა გატანილი, უკრაინის თასზე კი - "კრივბასის" რიგებში თამაშისას.

შეგახსენებთ, რომ სანდრო
კობახიძე უკრაინაში 2008 წლიდან თამაშობს, სადაც თბილისის "დინამოდან" გადაბარგდა.

ქართველმა ფეხბურთელმა "ოლეკსანდრიასთან" თამაშის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"თამაშს ძალიან უცნაური დასასრული ჰქონდა. მადლობა ჩვენს ყველა გულშემატკივარსა და მოთამაშეს იმისთვის, რომ მაინც მოვიკრიბეთ ძალა და ფრეს გამოვრჩით. კიდევ ერთი წაგება სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა.

მართალია, სულ სხვა შედეგზე ვფიქრობდით, მაგრამ მაინც კარგია, რომ ხასიათის სიმტკიცე გამოვიჩინეთ და გავათანაბრეთ. ასე რომ, პრინციპში, კმაყოფილები ვართ.

რაც შეეხება პენალტის რეალიზებას, წინასწარ ვიცოდი, საითაც უნდა დამერტყა და მეკარეს ვუყურებდი, თუმცა, ეს აღარაა მნიშვნელოვანი. მთავარია, წაგებას გადავურჩით", - თქვა კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული