შოთა არველაძე: ჩვენი მიზანი ევროპალიგის ჯგუფიდან გასვლაა

AutoSharing Option
ისრაელის ჩემპიონატის მე-8 ტურში შოთა არველაძის "მაკაბიმ" სტუმრად 0:2 დათმო "ბეერ შევასთან" და მეტოქეს ლიდერობა გადაულოცა. ქართველი მწვრთნელის გუნდი 16 ქულით მესამე ადგილზეა.

არველაძემ მატჩის შემდეგ მედიას განუცხადა: "რომ ვთქვა, კმაყოფილი ვარ-მეთქი, არ ვიქნები გულწრფელი, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. თითქოს, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ კონტრშეტევებზე სამუშაო გვაქვს.

მეტოქემ ორი კარგი გოლი გაგვიტანა, ჯარიმით და კონტრშეტევით. ჩვენ და ფანები ერთად ვართ, ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. გოლები? როცა ყველაფერი გამოსწორდება, გოლებიც იქნება".

შოთამ ხუთშაბათის მატჩზეც ილაპარაკა - როცა "მაკაბი" ჰოლანდიურ "ალკმაარს" ევროპალიგის IV
ტურში მასპინძლობს: "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ჩვენი ქვეყნისთვის, ფანებისთვის. ჩვენი მიზანია ჯგუფიდან გასვლა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული